in

ზაფხულის შესანიშნავი მეგზური Bang & Olufsen-ისგან, უფრო ბედნიერი დასვენებისთვის

თუ გიყვართ მუსიკა, ლაშქრობა და ბუნებაში თავგადასავლები, Bang & Olufsen-ის სრულყოფილი მუსიკალური სპიკერი თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარსა და კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის. სადაც არ უნდა იყოთ, მთაში, ტყეში, ლაშქრობაში, ზღვაზე თუ მეგობრებთან ერთად აგარაკზე, მუსიკის ხარისხიანი ჟღერადობა თქვენი თანამდევი იქნება.  Bang & Olufsen-ი, რომელიც მრავალი წელია აუდიო და ვიდეო სისტემების საკულტო ბრენდს წარმოადგენს, ზაფხულის კიდევ უფრო საინტერესოდ გასატარებლად ორ განსაკუთრებით გამორჩეულ პორტატულ დინამიკს გთავაზობთ,  დახვეწილი დიზაინით, მრავალი ახალი მახასიათებლით და ბრენდის დამახასიათებელი უნაკლო ჟღერადობით.

Bang & Olufsen’s Beosound Explore – სრულყოფილი აკუსტიკური სისტემა დასვენებისა და მოგზაურობისთვის

თავგადასავლებისთვის შექმნილ Beosound Explore-ს, მოსახერხებელი ფორმა, ოპტიმალური წონა და მიმაგრებული კარაბინი მაქსიმალურად პორტატულს ხდის. მისი უნიკალური ცილინდრული ფორმა, მაღალი ხარისხის დინამიკებთან და გამაძლიერებლებთან ერთად, იძლევა ძლიერ და ხმამაღალ ჟღერადობას, რაც ბანაკში ან ლაშქრობის დროს მუსიკის კომფორტულად მოსასმენად იდეალურია. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად შორს წახვალთ სამოგზაუროდ, დინამიკის ბატარეა უზრუნველყოფს 27 საათიან მუშაობის რეჟიმს. მტვრისა და წყლის გამძლე IP67 კორპუსი კი დინამიკს ყველანაირ ამინდში დაიცავს.

Beosound Explore– ის ძირითადი მახასიათებლები:

  • ძლიერი ანოდირებული ალუმინის კორპუსი;
  • ხმის დაფარვის ზონა: 360 გრადუსი;
  • ნაკაწრების მიმართ მდგრადი, მტვრისა და ტენიანობის დაცვა IP67-ის სტანდარტის შესაბამისად;
  • ბატარეის ხანგრძლივობა 27 საათამდე;
  • მოსახერხებელი ფორმა მიმაგრებული კარაბინით.

მოგზაურობისთვის განკუთვნილი მოწყობილობა აღჭურვილია ორი 1.8 დიუმიანი სრული დიაპაზონის დინამიკით, რაც იდეალურია გარე გამოყენებისთვის. ცილინდრული ფორმის მეშვეობით და სპეციალური DSP ალგორითმისა და True360 ტექნოლოგიის წყალობით, სპიკერი გამოსცემს ყოვლისმომცველ ჟღერადობას და ღრმა, მდიდარ ბასს. მოათავსეთ სადაც გსურთ, ბანაკის შუაგულში, მთაზე, კლდეზე თუ კარავთან. Beosound Explore-ი გამოირჩევა ძლიერი ჟღერადობით ნებისმიერ გარე ლოკაციაზე, ხოლო ბატარეის ხანგრძლივობა საშუალებას გაძლევთ დინამიკი მთელი დღის განმავლობაში დატენვის გარეშე გამოიყენოთ.

სკანდინავიური დიზაინით შექმნილი Beosound Explore-ის ყველა დეტალი კარგად გააზრებული და გათვლილია. მისი ფორმა და ოპტიმალური წონა (631 გრამი),  კი დინამიკის ხელით ტარებას განსაკუთრებით მოსახერხებელსა და პორტატულს ხდის.

დინამიკის მართვის პანელი ყველა სახის პირობებში, უპრობლემოდ მუშაობისთვის არის განკუთვნილი. მისი გამოყენება შესაძლებელია წყალში, დასვრილი ხელებით ან თუნდაც ხელთათმანების საშუალებით.

სკანდინავიური ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელი ტყეების, მყინვარებისა და ფიორდების შთაგონებით შექმნილი დინამიკის დიზაინი ხელმისაწვდომია: Black Anthracite, Grey Mist, Green, Navy და Chestnut  ფერებში.

აქციე წამი მშვენიერებად – Beosound A1 2nd  Gen – ის უახლესი დინამიკით

Beosound A1 მე-2 თაობის დინამიკია, რომელიც მძლავრი პორტატული ხმოვანი სისტემით, დახვეწილი თხელი დიზაინით და განახლებული ინტერფეისით გამოირჩევა. კომპაქტური მოდელის შთამბეჭდავი ჟღერადობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. დინამიკის ფორმა მას ელეგანტურ, მცურავ ვიზუალს უქმნის.

Beosound A1-ს აქვს მძლავრი ბატარეა რომელიც 18 საათამდე მუშაობის რეჟიმს უზრუნველყოფს საშუალო მოსმენის პირობებში. კორპუსი სრულად არის მტვერისგან დაცული და წყალგაუმტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ  შეგიძლიათ წაიღოთ ნებისმიერ ადგილას სადაც დროის გატარებას გადაწყვეტთ.

Beosound A1 წარმოდგენილია რამდენიმე ფერში: Black Anthracite,Grey Mist, Pink, Green, Gold Tone, Anthracite Oxygen, Nordic Ice.

ძირითადი მახასიათებლები:

  • 18-საათიანი უწყვეტი მუშაობის რეჟიმი
  • მტვრისა და ტენიანობისგან სრული დაცვა (IP67)
  • ორი მოწყობილობის დაკავშირების შესაძლებლობა
  • 3 მიკროფონი ხმის უმაღლესი ხარისხის ჟღერადობისთვის

Bluetooth 5.1-ის და სამი შიდა მიკროფონის საშუალებით, სრულყოფილი ხარისხით შეძლებთ ინტერნეტ კონფერენციების და მაღალხმოვანი ზარების განხორციელებას სახლში ან ოფისში მუშაობისას.

აირჩიე მუსიკა, გაეცანი ახალ ამბებს ან დაგეგმე დღე – ყველაფერი ხმოვანი ასისტენტის – Alexa-ს დახმარებით. უფრო მეტი მოხერხებულობისთვის, ხმოვანი ასისტენტი აქტიურ რეჟიმში რჩება დინამიკის გამორთვიდან 3 საათის განმავლობაში.

Beosound A1-ის კომპაქტური კორპუსი დამზადებულია ანოდირებული ალუმინისგან და აღჭურვილია ექსტრა ძლიერი პოლიმერისგან დამზადებული ინდივიდუალური ელემენტებით. ყოველივე ეს აფართოებს აკუსტიკურ შესაძლებლობებს როგორც სახლის პირობებში, ასევე გარე სივრცეებში.

დინამიკს თან ახლავს Bang & Olufsen-ის ლოგოსნიშნიანი კომფორტული, ნატურალური ტყავისგან დამზადებული სამაჯური, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ ხელში კომფორტულად დაიჭროთ, ან ჩანთაზე ჩამოკიდოთ.

საქართველოში Bang & Olufsen-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია მაღაზიებში: iSpace, iCity, ElitElectronics, Motif.

Bang & Olufsen წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen- აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია. დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი; ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ბაზარზე.

[R]

iSpace-ის გუნდი ბათუმელ მომხმარებლებს სულ მალე ადგილზე მოემსახურება!

კონკურენტ თანამშრომლებთან ურთიერთობის 3 სტრატეგია