in

10 წელი „ბანგკოკთან“ ერთად – გემო, ხარისხი და ნდობა ერთ ისტორიაში

ათი წელი ცოტა დრო არ არის…განსაკუთრებით ბიზნესისთვის – ესაა გამოცდა, რომელიც ყოველდღე თავიდან იწყება, გამოწვევები გროვდება გამოცდილებად, ხოლო შეცდომები – გაკვეთილებად. ათი წლის იუბილე ნიშნავს, რომ კომპანიამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, არაერთ ცვლილებას მოერგო და, რაც მთავარია, შეძლო ადამიანების ნდობის შენარჩუნება.

სწორედ ამ საიუბილეო თარიღს აღნიშნავს ყველასთვის და მით უფრო – აზიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის ნაცნობი ბრენდი „ბანგკოკი”. მისი ბაზარზე დამკვიდრება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოში აზიური სამზარეულოსადმი ინტერესი ნელ-ნელა იზრდებოდა, შესაბამისად, ბანგკოკმაც დიდი როლი ითამაშა ადგილობრივებისთვის აზიური გემოების გაცნობასა და ათვისებაში.

25 აპრილი – ათი წლის წინ

თბილისი, 2016 წელი – იხსნება პრემიუმხარისხზე ორიენტირებული სწრაფი კვების რესტორანი, რომელმაც მიზნად დაისახა ტაილანდური, იაპონური და ჩინური კერძების ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზება. საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი გასტრონომიული კულტურა გააჩნია, მსგავსი სიახლის დანერგვა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. ალბათ, იყო კითხვები: იქნება თუ არა ეს საქმე წარმატებული, ეყოლება თუ არა ობიექტს ბევრი მომხმარებელი, მაგრამ დამფუძნებლებმა, ზურაბ ჯიშიაშვილმა და ირაკლი პიტიურმა მიზნად დაისახეს, აზიური ეგზოტიკა ქართველი მომხმარებლისთვის გასაგები და საყვარელი გამხდარიყო.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს გამოუვიდათ კიდეც.

მთავარი ფოკუსი: ხარისხი და განვითარების სურვილი

სურვილი ერთია, შესრულება კი მეორე. მომხმარებელს შეიძლება მოეწონოს აზიური სამზარეულოს იდეა, როგორც კონცეფცია, მაგრამ თუ ხარისხი შესაბამისი არ იქნებოდა, ბიზნესის წარმატებაც ეჭვქვეშ დადგებოდა. გუნდმა ეს კარგად გააცნობიერა, ამიტომ პირველივე ფოკუსად ხარისხი და მუდმივ განვითარებაზე ყოველდღიური ზრუნვა აირჩია. 

გასტრონომიაში და განსაკუთრებით, სწრაფი კვების ობიექტებში, გადატვირთული შეკვეთები ხშირად ხდება ხარისხის დაცემის მიზეზი, რადგან კერძი მზადდება სწრაფად, სიჩქარე კი ხარისხიანობას არ უყვარს. ამის გამო გუნდი ყოველთვის იმაზე იყო ორიენტირებული, რომ რამდენი შეკვეთაც არ უნდა შემოვიდეს, ყველა კერძი ერთნაირად გემრიელი უნდა გამოვიდეს და ქართულ გემოებთან მაქსიმალურად ადაპტირებული სარესტორნო ქსელი იყოს.

გაფართოება და კიდევ ერთი, საიუბილეო ლოკაცია

წლების განმავლობაში ბანგკოკის ფილიალები ფართოვდებოდა და ამ დროისთვის ოთხ ლოკაციაზე მდებარეობს: საბურთალო, დიღომი, გალერია და ავლაბარი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მაისში ნუცუბიძისა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე მეხუთე ფილიალით იქნება წარმოდგენილი. 

გუნდი, როგორც ოჯახი

ყველა წარმატებისა და ამბიციური გეგმის უკან ბანგკოკის დიდი გუნდი დგას, რომელიც „ოჯახად” პოზიციონირდება. დღეისათვის ბრენდი 120-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მენიუს გამრავალფეროვნებაზე, იქნება ეს ტრადიცული ატრია და სუში თუ ჯანსაღი კვების მიმართულება. 

ამას ემატება ინფრასტრუქტურული სიძლიერეც – საკუთარი საწარმო და საწყობი, რომელიც ყველა ფილიალს უახლესი პროდუქტებით ამარაგებს და სტაბილურ ხარისხს უზრუნველყოფს. 

გაფართოების საჭიროება = მოთხოვნას, ნდობასა და ერთგულ მომხმარებელს, რომელსაც სურს, ახლოს ჰქონდეს საყვარელი აზიური რესტორანი. სამომავლო გეგმებად ბანგკოკი თბილისის გარეთ გასვლასაც გვიზიარებს და სურს საკუთარი კონცეფცია უფრო დიდ მასშტაბებზეც გაიტანოს. 

პირველი ათი წელი წარმატებული აღმოჩნდა, ისღა დაგვრჩენია, ბრენდს მომდევნო ათწლეულშიც წარმატებები ვუსურვოთ!

[R]

დედამიწა, როგორც შრიფტი – NASA-ს ახალი პერსონალიზებული პროექტი

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა