in ,

საკრედიტო პროდუქტების ციფრული მარკეტი ბაზისბანკისგან, Optio.Ai-ის ვერიფიკაციის სისტემით

პანდემიის პირობებში, უფრო აქტუალური გახდა სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობა დისტანციურად გახდეს შესაძლებელი და რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება ბანკებზეც. დღეისათვის, ინტერნეტ თუ მობაილბანკების დახმარებით, უამრავი ოპერაციის დისტანციურად შესრულება შეგვიძლია, თუმცა, ეს ხშირად, საკრედიტო პროდუქტების დიდ ნაწილზე ხელმისაწვდომობას არ ნიშნავს.

ბაზისბანკის პროდუქტების განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელის – თათია ქარჩხაძის თქმით, ეს სწორედ ის დანაკლისია, რომლის შევსებაც ბაზისბანკმა, პლატფორმა Bank.ge-ის განახლების გზით შეძლო. დღეისათვის, Bank.ge – ეს არის საკრედიტო პროდუქტების ონლაინ მარკეტი, რომელიც იყენებს ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის – Optio.Ai-ის მიერ შექმნილ დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა Optio IDentity-ის. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის პლატფორმა, რომელზეც ბაზისბანკის ფილიალში მისვლის გარეშე შეძლებთ სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის, ასევე, საკრედიტო ბარათის განაცხადის შევსებას, დამტკიცების შემთხვევაში კი, მას მობაილ, ან ინტერნეტბანკით გაიაქტიურებთ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ მათაც, ვინც ბაზისბანკის მომხმარებელი არ არის. ბანკის კლიენტებისგან განსხვავებით, მათ სესხის დამტკიცების შემთხვევაში, ფილიალში ერთი ვიზიტი მოუწევთ.

უფრო კონკრეტულად, იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს საკრედიტო პროდუქტების ონლაინ მარკეტი, ან რატომ გადაწყვიტა ბაზისბანკმა ციფრული პროდუქტების კუთხით აქტიური ინვესტირება, ბაზისბანკის პროდუქტების განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელს – თათია ქარჩხაძეს ვესაუბრეთ. ქვემოთ კი პლატფორმაზე ინტერგრირებული სისტემა Optio IDentity-სთან დაკავშირებულ დეტალებზე Optio.Ai-ის თანადამფუძნებელსა და დირექტორთან – შოთა გიორგობიანთან ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ. 

M: რატომ გადაწყვიტა ბაზისბანკმა ციფრული სერვისების განვითარებაში მეტი ინვესტიციის ჩადება?
ბაზისბანკი მუდმივად ორიენტირებულია ციფრული მიმართულების განვითარებაზე. მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ეს თემა უფრო მნიშვნელოვანია. პანდემიის პერიოდში, ჩვენი პლატფორმა – Bank.ge განახლებული ვერსიით ხელმისაწვდომი გახდა მომხმარებლებისათვის. საქართველოში სხვა ბევრი პლატფორმა არსებობს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საბანკო და საკრედიტო პროდუქტებზე ციფრულად ჰქონდეს წვდომა, თუმცა, ჩვენი ახალი პლატფორმა საკრედიტო პროდუქტების მარკეტფლეისია, სადაც მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ციფრულად ჰქონდეს წვდომა საკრედიტო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე

M: ამბობთ, რომ საკრედიტო პროდუქტების ციფრული ხელმისაწვდომობის კუთხით, თქვენი მიდგომა სხვა ბანკების სტრატეგიებისგან განსხვავებულია? 
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვვითარდებოდეთ – ვითვალისწინებთ მომხმარებლების ინტერესებს და ვიღებთ მათი მოლოდინების შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ეს მიმართულება ძალიან აქტუალურია და კიდევ უფრო აქტუალური იქნება მომდევნო წლებში. ჩვენ ვართ ციფრული სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი და ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ ახალ და საინტერესო ციფრულ გამოცდილებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პლატფორმა ხელმისაწვოდმია ნებისმიერი მომხმარებლებისათვის, მათთვისაც ვინც ამ ეტაპზე არ არის ბაზისბანკის მომხმარებელი. გარდა იმისა, რომ ჩვენი საკრედიტო პროდუქტები ყოველთვის არის კონკურენტუნარიანი, მათზე ხელმისაწვდომობა Bank.ge-ს შექმნის შემდეგ ისეა გაზრდილი, როგორც არასდროს.

M:  რატომაა მნიშვნელოვანი მსგავსი, ციფრული პროდუქტების განვითარება ბაზისბანკისთვის?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვვითარდებოდეთ – ვითვალისწინებთ მომხმარებლების ინტერესებს და ვიღებთ მათი მოლოდინების შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ეს მიმართულება ძალიან აქტუალურია და კიდევ უფრო აქტუალური იქნება მომდევნო წლებში. ჩვენ ვართ ციფრული სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი და ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ ახალ და საინტერესო ციფრულ გამოცდილებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პლატფორმა ხელმისაწვოდმია ნებისმიერი მომხმარებლებისათვის, მათთვისაც ვინც ამ ეტაპზე არ არის ბაზისბანკის მომხმარებელი. გარდა იმისა, რომ ჩვენი საკრედიტო პროდუქტები ყოველთვის არის კონკურენტუნარიანი, მათზე ხელმისაწვდომობა Bank.ge-ს შექმნის შემდეგ ისეა გაზრდილი, როგორც არასდროს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს:

ძალიან მალე, Bank.ge-ს დაემატება ბაზისბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანიების – BHL ლიზინგისა და ჰუალინგ დაზღვევის პროდუქტები და საფინანსო ინსტრუმენტების მარკეტფლეისად იქცევა“ – ამბობს თათია ქარჩხაძე.


პანდემიის პირობებში, ბანკებისა თუ სხვადახვა კომპანიისათვის, ქართულ ბაზარზე დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის სისტემები შეიქმნა. უფრო კონკრეტულად, ამ ტექნოლოგიის დახმარებით, კომპანიებს მომხმარებლის ნამდვილობის დადასტურება ფილიალში/ოფისში მიუსვლელად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეუძლიათ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრული სერვისების განვითარების კუთხით. Optio.Ai ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, დისტანციური იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის სისტემა შექმნა და მისი გამოცდა უკვე ბაზისბანკის პლატფორმა Bank.ge-ზე შეგვიძლია. მანამდე კი Optio.Ai-ის თანადამფუძნებელ და დირექტორ – შოთა გიორგობიანთან ერთად, მეტს მოგიყვებით სისტემის სიზუსტეზე, ტექნიკურ მხარესა და ეტაპზებზე, რომელიც მისი გამოყენებისას, როგორც მომხმარებელმა, უნდა გაიაროთ.

M: როგორ შექმენით დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა ბაზისბანკისთვის? 
დაახლოებით, ერთი წელია, რაც დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის სისტემის შექმნაზე ვფიქრობდით. ამ ხნის განმავლობაში შევისწავლეთ სხვადასხვა პროდუქტები, დავამუშავეთ ბევრი იდეა და გარკვეული კომპონენტებიც შევქმენით, თუმცა პროდუქტის სახე ამ ყველაფერს არ ჰქონდა. თავის მხრივ, ბაზისბანკს ჰქონდა მსგავსი პროდუქტის საჭიროება და საბოლოოდ, მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა Optio IDentity, რომელიც უკვე ორი თვეა წარმატებით მუშაობს და ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს სრულად დისტანციურად გაიარონ იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესები.

პროდუქტის შექმნაზე მუშაობის პირველივე დღიდან, მიზნად დავისახეთ სრული ტექნოლოგიური პროცესის კომპანიის რესურსებით შემუშავება, ისე, რომ არ გამოგვეყენებინა არცერთი სხვა მზა ღრუბლოვანი სერვისი და ბანკის კლიენტების პერსონალური ინფორმაცია არ გაგვეზიარებინა მესამე მხარისათვის. ერთი მხრივ ეს სარისკო მიზანი იყო, თუმცა Optio.Ai-ს არაჩვეულებრივი გუნდის თავდაუზოგავი შრომისა და ბაზისბანკთან პარტნიორობის შედეგად, ჩვენი ამბიციური გეგმა რეალობად ვაქციეთ და შევქმენით არსებულ და სამომავლო რეგულაციებზე მაქსიმალურად მორგებული კლიენტების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის სერვისი.

M: მოკლედ მოგვიყევით თქვენს გამოცდილებაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით…
Optio.Ai წარმოადგენს FinTech სტარტაპს, რომელიც ქმნის პროდუქტებს საბანკო სექტორისათვის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით. ჩვენს გუნდში თავმოყრილი არიან როგორც საბანკო სფეროს ექსპერტები, ისე პროგრამული უზრუნველყოფის, მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო სპეციალისტები. ჩვენ „ვეძებთ“ ბიზნეს პრობლემებს ფინანსურ სექტორში და ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ამ პრობლემებს მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის სერვისების გამოყენებით, ძალიან ეფექტურად აგვარებს. გარდა Optio IDentity-სა, გვაქვს პროდუქტები ქართული ენის დამუშავების, კლიენტებზე ორიენტირებული ჩეთბოტებისა და ფინანსური მონაცემების აგრეგაციის, გამდიდრების და ანალიზის მიმართულებით. ეს პროდუქტები უკვე ორი წელია წარმატებით მუშაობს სამ ქართულ ბანკში და ამჟამად ინერგება ჩვენს მეოთხე პარტნიორ ბანკთან.

Optio.Ai-ის გუნდი

M: როგორია Optio IDentity-ს გამოყენების პროცესი ერთი მხრივ, მომხმარებლისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ბანკისთვის?
Optio IDentity-ს გამოყენება მომხმარებლისათვის ძალიან მარტივია: ის თავსებადია ყველა თანამედროვე ოპერაციულ სისტემასთან და ბროუზერთან, არ საჭიროებს დამატებითი პროგრამების დაყენებას ან ბანკის საიტიდან სხვა მისამართზე გადასვლას. მთელი პროცესი 2-3 წუთი გრძელდება და მომხმარებელს ID ბარათი ან პასპორტი და კომპიუტერის ან ტელეფონის კამერა სჭირდება.

ბანკებისთვის სისტემის ინტეგრაცია ძალიან მარტივია და სტანდარტიზებული სქემით ხორციელდება. Optio IDentity ვიზუალურად სრულად ერწყმის ბანკის გარემოს, ხოლო მომხმარებელისათვის მთელი პროცესი ბანკის საიტზე მიმდინარეობს. ბანკი მყისიერად იღებს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის სრულ შედეგს შემდგომი დამუშავებისა და გამოყენებისთვის.

M: რა ეტაპებსა და პროცედურებს გადის მომხმარებელი Bank.ge-ზე, საკუთარი იდენტობის დისტანციური ვერიფიცირებისთვის?
პირველ ეტაპზე, მომხმარებელი სისტემაში ატვირთავს ან გადაუღებს ფოტოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტს (ID ბარათი ან პასპორტი). Optio IDentity მოახდენს ფოტოდან ინფორმაციის ამოკითხვას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, გაატარებს გარკვეულ შემოწმებებს და თუ ყველაფერი წესრიგშია, მომხმარებელი მეორე ეტაპზე გადადის. 

მეორე ეტაპზე ხდება მომხმარებლის ნამდვილობის შემოწმება. ამ პროცესში სისტემა მომხმარებელს აძლევს გარკვეულ დავალებას და წარმატებით შესრულების შემთხვევაში ახდენს დოკუმენტში არსებული ფოტო სურათისა და კამერის წინ მყოფი პიროვნების სურათის ბიომეტრიულ შედარებას. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომხმარებელი იდენტიფიცირებულად და დავერიფიცირებულად ითვლება.

M: რა უპირატესობა აქვს Optio IDentity-ს სხვა სისტემებთან მიმართებით, რაც საქართველოში არსებობს? ან რა განასხვავებს მათგან?
Optio IDentity-ს მსგავსი სისტემები საქართველოშიც და ჩვენი ქვეყნის გარეთაც საკმაოდ ბევრია, თუმცა ქართულ ბაზარზე ჩვენი მთავარი განსხვავება მესამე მხარის სერვისების გამოყენებაზე უარის თქმაა. ეს არა მარტო არსებულ რეგულაციებთან თავსებადს ხდის ჩვენს სისტემას, არამედ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიმართ რეგულაციების სამომავლო გამკაცრების შემთხვევაშიც უზრუნველყოფს სისტემის თავისუფალ გამოყენებას ჩვენი კლიენტებისათვის. გარდა ამისა, ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებაზე უარის თქმა საშუალებას გვაძლევს ბევრად უფრო კონკურენტული ფასი შევთავაზოთ ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს.

M: როგორია Optio IDentity-ს აკურატულობა/სიზუსტე?
Optio IDentity-ს შექმნის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ, სისტემის მაღალი სანდოობის მიღწევა იყო, თუმცა მანქანური სწავლების თანამედროვე ბიბლიოთეკებისა და მოდელების გამოწყენებით იგივე სახის ბიომეტრიული შედარების პროცესში ჩვენს შემთხვევაში 99.4%-ს წარმოადგენს, რაც ფართოდ გამოყენებული და პოპულარული ღრუბლოვანი სერვისების მაჩვენებლების იდენტურია. თუმცა, როგორც ნებისმიერი სისტემა, Optio IDentity-ც მუდმივი განვითარების პროცესშია, რათა მომავალშიც ეფექტურად ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს.

როგორც უკვე ვთქვით, ბაზისბანკისა და Optio.Ai-ის თანამშრომლობით განახლებული პლატფორმის – Bank.ge და მასში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის – Optio IDentity გამოცდა შეუძლიათ როგორც ამ ბანკის მომხმარებლებს, ასევე მათაც, ვისაც ბაზისბანკთან აქამდე შეხება არ ჰქონია, თუმცა, საკრედიტო პროდუქტებით დისტანციურად სარგებლობის საჭიროება აქვს. როგორც თათია ქარჩხაძე ამბობს, ეს ახალი ციფრული გამოცდილებაა, რომლის მიღებაც საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის მსურველებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. 

პანდემია და ბუნების დაცვა – WWF ანგარიშს აქვეყნებს

Nia – ელ-წამკითხველი, რომელიც 6000 წიგნს იტევს