in

საქართველოს ბანკი Data Challenge-ს იწყებს

საქართველოს ბანკი  მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს — Data Challenge-ს იწყებს. შეჯიბრი ინოვაციური მიდგომებითა და ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ტარდება.

BOG
BOG

4 კვირის განმავლობაში, Data Challenge-ის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ შეჯიბრში და იმუშაონ მათთვის საინტერესო თემებზე, როგორიცაა: სარეკომენდაციო სისტემები, მეტყველების ტექნოლოგიები და სხვა. თითოეული თემის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებულები 50 000 ლარის მოცულობის საპრიზო ფონდიდან დასაჩუქრდებიან. მონაწილეებს ასევე მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.

შეჯიბრის მონაწილეები შეფასდებიან როგორც პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ, ასევე ავტომატურად, ონლაინ პლატფორმაზე, სადაც მათ მოუწევთ მუშაობა, ხოლო მენტორობას მათ საქართველოს ბანკის თანამშრომლები გაუწევენ.

დეტალური ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ 12 აპრილს, Facebook-ზე Data Challenge-ის Live ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით საქართველოში პირველი Data Challenge-ის სერია იწყება. შეჯიბრი ახალგაზრდებს მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანების გაცნობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, აქამდე უცნობი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას აძლევს“

დეტალებზე კი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული არხების მიმართულებით, ვახტანგ ბობოხიძე გვიამბობს.

M: მოგვიყევით Data Challenge-ის შესახებ… ვისთვის არის მონაცემთა შეჯიბრი, რას გულისხმობს და რა მიზნით შეიქმნა?

Data Challenge ყველასთვისაა, ვისაც საინტერესო პრობლემებზე მუშაობა უყვარს, ვისაც მონაცემთა მეცნიერება ან მათემატიკა აინტერესებს და თვლის, რომ ამით სხვა ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს. მონაცემთა შეჯიბრი ერთი პრობლემის ირგვლივ, რომელიც, როგორც წესი, მონაცემთა მეცნიერებით წყდება, ბევრი ადამიანის თავმოყრას გულისხმობს. როგორც პრობლემა, ისე წარმატების კრიტერიუმები, წინასწარ არის განსაზღვრული. ყველა ცდილობს არსებული პრობლემა თავისებურად გადაჭრას, მაგრამ მნიშვნელოვანია — ვინ მოახერხებს საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნას.

ჩვენ შემთხვევაში ინსპირაცია Netflix იყო, ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ეს შეჯიბრი ჩაატარა. ახლა კი ფაქტობრივად იმ ალგორითმზე მორგებულ ფილმებს გვთავაზობს, რომელიც სწორედ მონაცემთა ანალიზის მიხედვით იქმნება. ჩვენი მიზანიც იმ ადამიანების თავმოყრაა, ვინც მონაცემთა მიმართულებით საქართველოს ბანკის ხედვას იზიარებს, ვინც მომავალში ჩვენთან ერთად საინტერესო ამოცანების გადაჭრაში ჩაერთვება და უკეთეს საბანკო მომსახურებას შექმნის.

M: რა როლს ასრულებს მონაცემთა მეცნიერება საქართველოს ბანკის საქმიანობაში?

მონაცემთა მეცნიერება და ზოგადად, მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს ბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს უფრო ეფექტური, ზუსტი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას გვაძლევს. ფაქტობრივად, ყველა საბანკო პროცესში ვიყენებთ, რაც, საბოლოოდ, უკეთეს საბანკო გამოცდილებასაც ქმნის.

M: რა შესაძლებლობებს გვაძლევს Data Challenge?

როგორც ვიცი, ამ მასშტაბის შეჯიბრი საქართველოში პირველია, მონაწილეებს ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის საშუალება მიეცემათ. მათ მიერ მიღებულმა შედეგმა კი, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ათიათასობით ადამიანის საბანკო გამოცდილებაზე, რაც ამ კუთხით კონკურსს უნიკალურსაც ხდის.

M: როგორია საქართველოს ბანკის სამომავლო გეგმები მონაცემთა მიმართულებით?

ამ კუთხით, მონაცემთა ახალი მოდელებით საბანკო პროცესების დაფარვას ვაგრძელებთ, ვქმნით სარეკომენდაციო სისტემებს, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს მათთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომაში დაეხმარება. ვამუშავებთ ენის ტექნოლოგიებს, რაც ქართულისთვის უნიკალურია. ზოგადად, ეს სფეროც სწრაფად ვითარდება, ჩვენ კი ვცდილობთ მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებს მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით მივყვეთ.

მეტი ინფორმაციისთვის კი გადადით ბმულზე.

გასაჩერებელი ამბები უკრაინელ ქალებზე – მოსაცდელებზე ისტორიები გრძელდება

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლაში” ახალი მაღაზიები გაიხსნა