როგორც იცით, დღეს საქართველოს ბანკმა, როგორც ტექნოლოგიურმა ბანკმა ონლაინ ღონისძიება გამართა — “Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღე”. 10-მა სპიკერმა მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე ისაუბრა… მათ შორისაა: სუპერ აპი, გადახდების მართვის პლატფორმა, Bank of Georgia Ads Manager, Api.bog.ge, ნაწილ-ნაწილ, ბიზნეს ინტერნეტბანკი, დიზაინ სისტემა, ქართული მეტყველების ტექნოლოგიები და აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის.
მაშ ასე, შეგვიძლია, თითოეული სიახლე დეტალურად განვიხილოთ.
1. სუპერ აპი — ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი
როგორც საქართველოს ბანკმა დააანონსა, მობილ ბანკის მომავალი იქნება აპლიკაციის სუპერ აპად ქცევა, რომელიც თავის თავში გააერთიანებს უამრავ საბანკო და არასაბანკო სერვისს — თითოეული მათგანი მომხმარებლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
მობილ ბანკი უკვე დაადგა სუპერ აპობის გზას, მაგალითად აქვს ისეთი არასაბანკო ფუნქციონალი, როგორიცაა ინვესტიციები, მესამე პირის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, შეთავაზებები.
ასევე, დაანონსდა, რომ მობილ ბანკს დაემატება ისეთი ფუნქციონალი, როგორიც არის კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ბილეთები, გადახდის ახალი მეთოდი, მობილური კომერცია QR-ის გამოყენებით, ყოველდღიური სიახლეები სთორების სახით, სხვა ბანკის ანგარიშების მართვა ერთი სივრციდან, Marketplace, ავტო და სამოგზაურო დაზღვევა.
ბანკის მიზანია, მობილბანკის საშუალებით, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მრავალფეროვანი საჭიროებები; მისცეს მათ შესაძლებლობა, ცენტრალიზებულად, ერთი აპლიკაციიდან მიიღონ წვდომა ისეთ საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც მათი ყოველდღიურობის ნაწილია.
2. გადახდების მართვის პლატფორმა — ბაია ჭალელიშვილი, საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის გადახდების მართვის ახალ პლტფორმას ქმნის, რომელიც სრულიად ციფრულია, ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდების სერვისებს და ბიზნესს აძლევს გადახდების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას
გადახდების მართვის პლატფორმა ერთიანი სივრცეა, სადაც მომხმარებელი შეძლებს მართოს, მოითხოვოს და გააანალიზოს მისი ბიზნესისთვის აუცილებელი გადახდის მეთოდები.
პლატფორმის დახმარებით, ბიზნესისთვის შესაძლებელი ხდება:
- განაცხადის ონლაინ შევსება და მომენტალური რეგისტრაცია
- გადახდის მეთოდების მინიმალურ დროში ინტეგრირება მარტივი და სწრაფი რეგისტრაცია
- საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვა
- ნავაჭრი თანხის სწრაფი ჩარიცხვა
- გადახდების შედეგების ანალიტიკა
აქ მოცემული ციფრული და ფიზიკური გადახდის ინსტრუმენტებით, ბიზნესს შეუძლია, საჭიროების მიხედვით მოითხოვოს ან გააუქმოს; აქედანვე შეძლებთ გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვას — მაგალითად, გადახდის გაუქმებას და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას. საჭიროების შემთხვევაში, ამ სივრცეში დარეგისტრირდებით, გახდებით გადახდების მიმღები და მომენტალურად დაიწყებთ სასურველი მეთოდით სარგებლობას.
გადახდების სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბანკმა გადაწყვიტა, ბიზნესებისთვის მარტივად და სახლიდან გაუსვალელად, ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე ჰქონოდათ გადახდის ყველა მეთოდის მოთხოვნის საშუალება. ამისათვის, გადახდების მართვის მეთოდი შემუშავდა, რომელიც ბიზნესებს მისცემს საშუალებას სპეციალური დეშბორდიდან:
- გაიარონ ინდეტიფიკაცია
- დარეგისტრირდნენ გადახდების მიმღებებად
- შეუკვეთონ გადახდის ერთი ან რამდენიმე მეთოდი
- აკონტროლონ გადახდები ონალინ რეჟიმში
- გააკეთონ დამხმარე მომხმარებლების მოწვევა და დამატება.
რა ბენეფიტები აქვს ბიზნესისთვის?
- დაზოგილი დრო ფილიალებში სიარულის ნაცვლად ონლაინ დაიწყონ გადახდების მიღება
- დაზოგილი დრო ქოლ ცენტრში დარეკვის სანაცვლოდ
- კომფორტული დეშბორდის გამოყენებით გააკეთონ ოპერაციები, რომელიც დროში იწელებოდა და საჭიროებდა სხვა და სხვა რგოლების ჩართულობას
- თვალი ადევნონ გადახდებს ონლაინში
3. Bank of Georgia Ads Manager — გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
„შეთავაზებების მართვა“ — საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმა, რომელიც საბანკო ოპერაციებზე დაყრდნობით, მომხმარებელს მის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ხოლო ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, შექმნას და მართოს დემოგრაფიულად ტარგეტირებული, მეტად ეფექტური შეთავაზებები.
მობილბანკის შეთავაზებების მოდულის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია, სხვადასხვა ბიზნესის არასაბანკო (lifestyle) შეთავაზებები ერთ სივრცეში იხილოს.
„შეთავაზებების მართვა“ არის აღნიშნული მოდულის უკან მდგომი მექანიზმი, რომელიც საბანკო ოპერაციებზე დაყრდნობით, მომხმარებელს მის სურვილებზე მორგებულ შეთავაზებებს უგენერირებს.
შესაბამისად, შეთავაზებების გვერდზე შესულ ადამიანს, უკვე ხვდება პერსონალიზებული ოფერები, რომელიც ზუსტად პასუხობს მის საჭიროებებს. მეორეს მხრივ, ბიზნესის კუთხით, ეს მერჩანტებს აძლევს საშუალებას შექმნან ბევრად ეფექტური შეთავაზებები, გააცნონ მომხმარებელს ახალი პროდუქტი, გააკეთონ სხვადასხვა sales promotion და ა.შ. განსაკუთრებით რელევანტური ხდება მას მერე, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სოციალურ მედია პლატფორმებსა და ecommerce საიტებზე იზღუდება დეტალური თარგეთირების საშუალება.
შეთავაზებების მართვის პლატფორმა, შექმნილია როგორც ინდივიდუალი მომხმარბლისთვის, ასევე ბიზნესებისთვის.
მომხმარებლები ერთ სივრცეში, ორგანიზებულად მიიღებენ საკუთარ ინტერესებზე მორგებულ, რელევანტურ შემოთავაზებებს; ხოლო ბიზნესებისა და პრტნიორებისთვის ეს იქნება კამპანიების მართვის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც კომპანია შეძლებს თარგეთირებულ აუდიტორიაზე გაუშვას ბანკის სხვადასხვა არხში რელევანტური ოფერები. დემოგრაფიული თარგეთირება: ლოკაციის, ასაკის, ინტერესების, ქცევის, სქესის მიხედვით
4. Api.bog.ge — გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსი
ყველა ონლაინ-მაღაზია ცდილობს, რაც შეიძლება მარტივი გზა შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქტის ონლაინ შეძენისათვის. საქართველოს ბანკის API სერვისები ბიზნესს სწორედ ამაში ეხმარება.
ვებ-გვერდი Api.bog.ge აერთიანებს სხვადასხვა API ფუნქიონალს, გადახდის მეთოდებსა და ღილაკებს. მათი დახმარებით, ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ მომხმარებელს შესთავაზონ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები, მართონ გაყიდვები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდეს უსაფრთხოდ და დაცულად.
გადახდის მეთოდები, რომლის ინტეგრირებასაც ბიზნესი საკუთარ ციფრულ არხში, api.bog.ge-ს დახმარებით შეძლებს, მოიცავს ბარათით გადახდას, ინტერნეტბანკით, PLUS და MR ქულებით, Apple Pay, ონლაინ განვადებით ყიდვას. ყველა ამ გადახდის მეთოდის დამატება api.bog.ge-დან, ერთი ინტეგრაციით იქნება შესაძლებელი.
5. ნაწილ-ნაწილ — თამარ ბეღელური, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერი
„ნაწილ-ნაწილ“ გაძლევთ შესაძლებლობას, შეარჩიოთ სასურველი ნივთ(ებ)ი, იყიდოთ დღეს და დაიწყოთ გადახდა მომდევნო თვიდან, თანაც ნაწილ-ნაწილ.
ერთი მხრივ, ეს მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად და მოქნილად შეიძინოს მეტი ნივთი, რადგან ის შეძლებს მის მიერ შერჩეული ნივთ(ებ)ის საფასურის გაყოფას და ნაწილ-ნაწილ გადახდას რამდენიმე თვის განმავლობაში, თანაც ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.
ეს არის სრულიად ციფრული პროცესი, რომლის ინტეგრაციაც მარტივია ბიზნესებისთვის და შედეგად, მათ ხელს უწყობს საქმიანობის განვითარებაში.
გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ციფრულ არხებში, ისე ფიზიკურ მაღაზიებში, QR- ის დასკანერების მეშვეობით. ნაწილ-ნაწილ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დაბალი ღირებულების პროდუქტიც კი (45 ლარიდან) ნაწილ-ნაწილ შეიძინოს. და მეტიც, შეძლებს 1-ის ნაცვლად, რამდენიმე ნივთი შეიძნოს ერთდროულად.
ნაწილ-ნაწილი არის გადახდის ახალი მეთოდი, რომელიც საკუთარი ფულის ერთიანად გადახდასაც კი ჯობია (BNPL – buy now, pay later ტიპის პროდუქტი, თუმცა კიდევ უფრო ინოვაციური)
6. ბიზნეს ინტერნეტბანკი — ლიკა თავართქილაძე, საქართველოს ბანკის Digital Product Owner
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ჭრილში უამრავ ახალ ციფრულ შესაძლებლობას ქმნის. ბიზნესისთვის შესაძლებელია საქართველოს ბანკში ანგარიშის ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად გახსნა, ციფრული ბიზნეს ბარათით სარგებლობა, API სერვისებით სარგებლობა, რაც თავის თავში აერთიანებს მარაგების მართვის პლატფორმას, საბუღალტრო პლატფრომას, საწარმოს მართვის პლატფრომას; შესაძლებელი იქნება ბიზნეს სესხის ონლაინ აღება და ა. შ.
7. დიზაინ სისტემა — ანა სარალიძე, საქართველოს ბანკისციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; დათა ლაპიაშვილი, საქართველოს ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკის დიზაინ სისტემა — ეს არის წინასწარ გამზადებული ვიზუალური ელემენტების პლატფორმა და წესების სახელმძღვანელო, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნას ამარტივებს. დიზაინ სისტემის დახმარებით, კიდევ უფრო მარტივი ხდება სუფთა, სიმეტრიული და თანმიმდევრული დიზანის და ციფრული პროდუქტების შექმნა.
დიზაინ სისტემა სრულიად ციფრულია, თუმცა მას ადამიანები ქმნიან. საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივად იკვლევს, აკვირდება ერთი შედხვედით მცირე და უმნიშვნელო დეტალებს, რის შედეგადაც იქმნება ერთგვარი UI/UX „ბიბლიოთეკა” რომლის თითოეული დიზაინის ელემენტის გამოყენებაც მარტივია, და რომლის გამოყენებითაც იქმნება ბანკის ციფრული პროდუქტები ნებისმიერ არხში (ვებ-გვერდი, აპლიკაცია, ფეი აპარატი, ბანკომატი და ა. შ.)
მომხმარებლისთვის ეს ქმნის ერთიან, ინტუიტიურ გამოცდეილებას ყველა არხში. ბანკისთვის კი ეს ნიშნავს ბევრად ჩქარ ტემპს ახალ პროდუქტებზე მუშაობისას და მოქნილობას ცვლილებების შეტანის საჭიროების შემთხვევაში.
დიზაინ სისტემის გამოყენებით, კიდევ უფრო მარტივი ხდება იმ ციფრული პროდუქტების შექმნა, რომლებიც მუდმივად ვითარდება, იზრდება იხვეწება და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, არასოდეს არ ჩერდება.
8. ქართული მეტყველების ტექნოლოგიები — ნიკოლოზ მამისაშვილი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი
მეტყველების ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის მიზანიც არის, გაიგოს და დაამუშავოს ადამიანის მიერ ნათქვამი. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ამაზონ ალექსა, ეფლ სირი და გუგლ ასისტენტი.
ხმოვანი ასისტენტების ათვისება იზრდება ბოლო წლების განმავლობაში და ეს ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება ახალგაზრდა მომხმარებლებში. ამ საინტერესო ეპოქაში, ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და ვსაუბრობთ ენაზე, რომელსაც აქვს უნიკალური დამწერლობა. თუმცა, ქართულად მოსაუბრე მსოფლიოში მხოლოდ 4 მილიონი ადამიანია და ციფრული ტექსტების რაოდენობა ბევრად უფრო შეზღუდული ვიდრე პოპულარული ენების შემთხვევაში. ამიტომ ტექნოლოგიური გიგანტებისთვის არ არის მიმზიდველი ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარება. თუმცა ტექნოლოგიების გარეშე ენა ციფრულ სამყაროში არათუ ვერ განვითარდება, არამედ ვერც გადარჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა დაისახა ამოცანად, რომ განავითაროს ქართული მეტყველების ტექნოლოგიები. ეს სამომავლოდ ხელს შეუწყობს, პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნას.
9. აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის — ნინო ხორგუანი, საქართველოს ბანკის საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორი
საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, მისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის, ყველაზე ციფრული თაობისთვის, ახალი, ციფრული პროდუქტი შეექმნა.
ეს არის პირველი აპლიკაცია საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელსაც საქართველოს ბანკი მოზარდებისთვის ქმნის. აპლიკაცია მორგებული იქნება მოზარდების ცხოვრებისეულ ინტერესებსა და სურვილებზე. ეს იქნება მარტივი, სახალისო აპლიკაცია დატვირთული მცირე ფინანსური ელემენტებით. უფრო კონკრეტულად, აპლიკაცია გააერთიანებს შემდეგ ინტერესებს: გართობა, გემიფიკაცია, სოციალიზაცია, განათლება (მათ შორის ფინანსური)
აპლიკაცია საწყის ეტაპზე მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მართონ საკუთარი ჯიბის ფული, შეივსონ ბალანსი, გააკეთონ გადარიცხვები, ისარგებლონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო შეთავაზებებით. მომდევნო ეტაპზე კი, მოსწავლეები შეძლებენ დაისახონ მიზანი და ისწავლონ დაგროვება, ისწავლონ საკუთარი ფულის მართვა, მიიღონ დავალებები და წახალისებები.
მოზარდები აპლიკაციის იდეის გაჩენიდან ჩართულები იყვნენ პროცესში, მთავარი კითხვა იყო, როგორი აპლიკაცია უნდოდათ ბავშვებს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მათ ინერესებსა და სურვილებზე მორგებული იყოს აპლიკაცია, მოზარდები ჩართულები იქნებიან როგორც აპლიკაციის ტესტირების, ისე ფუნქციების დამატების ყველა მომდევნო ეტაპზე.
10. სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის — ვაჟა მანტუა, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ამასთან, ვაჟა მანტუამ, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ციფრული ტექნოლოგიებისთვის შესაფერის სწრაფ და მოქნილ პლატფორმაზე ისაუბრა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ტრენდები სულ უფრო აქტიურად მკვიდრდება და ტექნოლოგიებიც გამუდმებით ვითარდება, საქართველოს ბანკი თავისი მონოლითური არქიტექტურის მეტად გათანამედროვებას გეგმავს.
დაბოლოს, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, ისეთი ტექ საჩუქარი გადაეცა სტუმრებისთვის, რომელიც უნიკალური და ტექ ქომუნითის გამომხატველი იქნებოდა. ამიტომ, შექმნეს სხვადასხვა ტექ ადამიანის პერსონაჟი, აქციეს NFT-ად და შემდეგ 200-მდე სტუმარს შეუსაბამეს აღნიშნული NFT-ის მიღებით. შესაბამისად, სტუმრები ტექნოლოგიური ღონისძიების ნაწილად იქცნენ.