ადამიანი-ობობას როლი უკვე მოირგეს მსახიობებმა ენდრიუ გარფილდმა და ტობი მაგუაიერმა, ბოლოს კი როლი ტომ ჰოლანდს ერგო. სანამ ადამიანი-ობობას მომდევნო ფილმს Spider-Man: Far From Home მაყურებელი მოუთმენლად ელის. თუმცა ეს ამბავი სულ სხვა ადამიან-ობობას ეხება. სან-პაულუს ბანკის თანამშრომელი, სამსახურიდან წამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ოფისში ადამიანი-ობობას ფორმით მივიდა. ამის შესახებ, სოციალურ პლატფორმა Imgur-ის ერთერთი მომხმარებელი წერს. პიროვნების ვინაობა უცნობია, თუმცა მომხდარმა მისი კოლეგებიცა და სოციალური ქსელის მომხმარებლებიც გაახალისა. სავარაუდოდ, მან ყურადღებით მოისმინა ფრაზა Marvel-ის ფილმიდან Spider-Man: Into The Spider-Verse: “თუკი ნიღაბს გაიკეთებთ, თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ადამიანი-ობობა”.
რომელიღაც კოლეგამ ამ თანამშრომელს ფოტო გადაუღო წარწერით “ბოლო დღე სამსახურში და ამ ბიჭმა ბოსი, პირდაპირ, გააცოფა”. შესაძლოა ბოსი მართლაც გაბრაზდა, თუმცა კოლექტივი ნამდვილად გაახარა ტკბილეულის ჩამორიგებით.