ცოტა ხნის წინ ბრისტოლში, Banksy-ს მშობლიურ ქალაქში მისივე ახალი ნამუშევარი გამოჩნდა. კედელზე გამოსახულია ქალი, რომელიც ისეთი სიმძლავრით აცემინებს, რომ პირიდან კბილები, ხოლო ხელებიდან ჯოხი და ჩანთა უვარდება.
აღნიშნული ნამუშევარი ბრისტოლში, ცნობილ ციცაბო ქუჩაზე, ვეილ სტრიტზე მდებარეობს, ის 22 გრადუსით დაქანებული შენობის კედელზეა გამოსახული.