10
Dec
2019

Banksy-ს ახალი გრაფიტი ამბობს, რომ დღესასწაული ყველასთვისაა

10 Dec 2019

Banksy ინგლისში, კერძოდ, ბირმინგემში, ახალი გრაფიტით გამოჩნდა. სოციალურ პრობლემატიკაზე ნამუშევრის შექმნა მისთვის ახალი არაა – ამჯერად იგი უსახლკაროთა პრობლემის ხაზგასმას შეეცადა. სკამზე “მობმული” სადღესასწაულო ირმები ასოციაციას ქმნიან, რომ ბრიტანელ უსახლკარო კაცს მაგიური ადგილებისკენ მიაქანებენ – Banksy-მ ეს შესაძლებელი გახადა. შობა და ახალი წელი ყველასთვისაა და, ალბათ, სწორედ ამის გადმოცემას შეეცადა არტისტი.

მან საკუთარ Instagram-ზე ვიდეოც დადო, რომელსაც რამდენიმე საათში უკვე მილიონობით ნახვა ჰქონდა. “უფალი ჰფარავდეს ბირმინგემს” – ამგვარია მისი წარწერა პოსტზე, რომელიც მადლიერებას გამოთქვამს მოსახლეობის მიმართ – ისინი უსიტყვოდ ეხმარებიან უსახლკაროს.

თუმცა, ამგვარი განზრახვით შექმნილ ნამუშევარსაც ვერ ასცდა ვანდალიზმი. დახატვიდან ცოტა ხანში ირმებს წითელი ცხვირები მიახატეს. მაგრამ ალბათ ამან საერთოდაც ვერაფერი დააკლო ნამუშევარს. ირმები ახლა უკვე ძალიან პოპულარულები არიან და მრავალი ადამიანი ცდილობს, მათთან სურათის გადაღებას.

განხილვა