in

ბენკსის განადგურებული ნახატის შთაგონებით შექმნილი პოსტერები!

ბრიტანელი ანონიმური ქუჩის მხატვრის, ბენკსის (Banksy) ნამუშევრის “გოგონა წითელი ბუშტით’ განადგურება არაერთი კომპანიის შთაგონების წყაროდ იქცა. Ikea, McDonald’s და სხვა კომპანიები ამ ამბავს პოსტერებით გამოეხმაურენ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აუქციონზე გატანილი ნახატი 1.4 მლნ დოლარად შეფასდა და გაყიდვისთანავე განადგურდა. როგორც შემდეგ გაირკვა, “თვითგანადგურება” ბენკსიმ წინასწარ დაგეგმა, რის შესახებ ვიდეორგოლი, მოგვიანებით, თავად გაავრცელა. თუმცა, ამასობაში, ნახატის ამბავი ინტერნეტსივრცეს სწრაფად მოედო. აღსანიშნავია, რომ “გოგონა წითელი ბუშტით” ბენკსიმ, 2002 წელს, ლონდონში, საუთ ბანკის (South Bank) მახლობლად, ხიდზე დახატა. ერთი შეხედვით, მარტივი სურათია, სადაც გოგონა გულის ფორმის ბუშტს ხელს უშვებს. თუმცა, ახლოდან თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, გოგოს, რომელმაც წითელ ბუშტს გაატანა ოცნებები, იმედი, სიყვარული და ბავშვობა. ეს ბენკსის სტილია – ნახატი მათ შესახებაა, ვისაც, სოციალური მდგომარეობის გამო, ძალიან ადრეულ ასაკში უწევს ბავშვობის დათმობა და დიდურად ბრძოლა გადარჩენისთვის.

BOG
BOG

 

https://www.instagram.com/p/BottyA-Asi1/?utm_source=ig_embed

არაფრის მომცემი ფრაზები და შეკითხვები – მომხმარებელს ასე არასოდეს მიმართოთ!

ფილმები შემოქმედი ადამიანების ცხოვრებაში – მიშა მშვილდაძის #აზრები