in

Banksy-ს მინიატურული სოფელი აუქციონზე რამდენიმე მილიონად შეიძლება გაიყიდოს

იდუმალმა მხატვარმა, 10 ახალი ნამუშევრით, თავისი კვალი დატოვა ნორფოლკისა და საფოლკის სანაპიროებზე. „Great British Spraycation“ გრაფიტის მხატვრის Banksy მურალებსა და მინიატურულ ნამუშევრებს მოიცავს. მათგან ერთ-ერთი სათამაშო თავლაა, რომელიც მხატვარმა ბუტაფორიულ შენობებს შორის, Merrivale Model Village-ში, დიდ იარმუთში, გააშენა. პატარა თავლას ერთ-ერთმა ვიზიტორმა ირონიულად დააწერა სიტყვები „გახდი დიდი ან წადი სახლში“ (Go big or go home). 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უძრავი ქონების ეს პატარა ნაწილი, აუქციონზე, მილიონად გაიყიდება, იუწყება BBC. აუქციონერები Anderson&Garland კი შენობას თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის აუქციონზე განათავსებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მინიატურული სოფელი, სულ მცირე, ასობით ათას დოლარად შეიძლება გაიყიდოს.

ბენქსიმ ბევრი ადამიანი მოიწვია და შეუმჩნევლად შეიტანა თავლა სათამაშო სოფელში.

„ეს იყო განრიდების ტაქტიკა, ისინი აშკარად იმალებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას აკეთებს ბენქსი… ის ძალიან ჭკვიანია. მას ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა“ – აცხადებენ სოფლის სტუმრები. მათ გაუხარდათ, როდესაც ბენქსიმ დაადასტურა, რომ ამ სამუშაოს უკან სწორედ თვითონ იდგა. პანდემიის შემდეგ, ბენქსის ვიზიტი მათთვის „მაშველი“ იყო, რითაც ბევრი მნახველიც მიიზიდეს.

Newsomes-მა, მინიატურული სოფლის დასაცავად, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და მას სტუმრებს მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთში აჩვენებდა. თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ აუქციონზე გატანით, ის უფრო უსაფრთო ხელში გადავა. 

„ვიმედოვნებთ, რომ მისი გაყიდვა დაიცავს სოფლის მომავალს“ – ამბობენ მეპატრონეები.

Restaurant Business Started With $5000

Lazarini უზარმაზარ მფრინავ იახტას ქმნის!