in

Banksy-მ მედპერსონალს ნახატი მიუძღვნა

მას შემდეგ, რაც Banksy-მ კარანტინში საკუთარი სააბაზანო თაგვებით გააფორმა, გადაწყვიტა, თავისი შემოქმედება იმ ადამიანებისთვის დაეკავშირებინა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ადამიანთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ნახატზე გამოსახულია ბიჭი, რომელიც სათამაშო ექიმით თამაშობს. ექიმს პირბადე უკეთია და უკან მანტია აქვს მოსხმული, რაც ერთგვარად იმაზე მიუთითებს, რომ ის გმირია. ამასობაში კი, ბეტმენი და ადამიანი ობობა კალათაში ისვენებენ.

ნახატი შინაარსობრივად იმაზე მიუთითებს, რომ ახლა ყველაზე მეტად რეალური, ჩვენი დროის გმირები უნდა დავაფასოთ და რომ მათი ამაგი ჩვენზე განუზომელია.

Nimbus Plus – ახალი სათამაშო კონტროლერი Apple-ის მოწყობილობებისთვის

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს თავისი ლოგო აქვს – კონკურსი დღეს დასრულდა!