წლების განმავლობაში Banksy ანონიმურად ქმნიდა საჯარო ხელოვნებას, რომელიც ეხმაურებოდა მნიშვნელოვან მოვლენებს. 2003 წელს მან მოამზადა ომის საწინააღმდეგო Გრაფიტი სახელწოდებით CND Soldiers, ლონდონის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს, რითაც დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას აპროტესტებდა ერაყის ომში. ორი წლის შემდეგ ბენქსიᲛ ითანამშრომლა გამომცემელ Pictures on Walls-თან, სერიაში 700 silkscreen prints of peace, რომლის ნახევარიც სწორედ ამ არტისტს ეკუთვნოდა. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ასეთი იშვიათი გამოცემა აუქციონზე MyArtBroker-ის მეშვეობით გაიტანეს, უკრაინისთვის ფულის შეგროვების განზრახვით და მან ჯამში $106,500 Მოაგროვა.
აკრონიმი CND ნიშნავს Campaign for Nuclear Disarmament. ესაა ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1957 წელს ბირთვული განიარაღების ადვოკატირებისთვის. ბრიტანელმა დიზაინერმა ჯერალდ ჰოლტომმა შექმნა “მშვიდობის სიმბოლო”, როგორც CND-ის ლოგო 1958 წელს, თუმცა ის ახლა განიხილება, როგორც მშვიდობის უნივერსალური სიმბოლო. ბენქსის CND ჯარისკაცები ასახავს ორ მამრობით ფიგურას, რომლებიც კედელზე დახატული წითელᲘ მშვიდობის ნიშნის წინ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ ომში.
ზოგადად, ამ ტიპის ნამუშევარი სავარაუდოდ $20,000-დან $30,000-მდე ფასში გაიყიდებოდა, თუმცა, პრეტენდენტები აშკარად შთაგონებულნი იყვნენ იმ აზრითა და მნიშვნელობით, რომ მეტი ინვესტიცია ჩაედოთ ამ აუქციონში. გამარჯვებულებმა არტისტის მსგავსად ანონიმურობა აირჩიეს. საბოლოო თანხა $100,000-ზე მეტი გადაეცა უკრაინის უდიდეს საავადმყოფოს, სახელწოდებით Ohmatdyt, რომელიც აქტიური იყო რუსეთის შემოჭრის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბენქსი ამ აუქციონში მონაწილეობას არ იღებდა, ის უდავოდ მოხარული იქნება, რომ ნამუშევარი, რომელიც ომის პროტესტით შექმნა, გაჭირვებულ უკრაინელებს ეხმარება.











