in

ბენკსის „გოგონა ბუშტით“ გერმანიის მუზეუმში გამოფინეს

ცნობილი სტრიტ-არტისტის – ბენკსის ნამუშევარი „გოგონა ბუშტით“ გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში, ფრიდერ ბერდას სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს. მანამდე, იმისათვის, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ნახატს არაფერი ემუქრებოდა, მუზეუმის თანამშრომელებმა მისი ჩარჩო დაშალეს და მასში ჩამონტაჟებული ქაღალდის მჭრელი გამორთეს. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ნახატი, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში, 1.4 მილიონ დოლარად გაყიდვის მომენტშივე განადგურდა. ნახატი ჩარჩოდან ჩაცურდა და სიგრძეზე დაიჭრა. ნამუშევრის ავტორმა ქაღალდის მჭრელი თავად ჩაამაგრა ნახატის ჩარჩოში, „იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ნამუშევარს აუქციონზე გაიტანდნენ“.

„გოგონა წითელი ბუშტით“ პირველად 2002 წელს, ლონდონში, საუთ ბანკის (South Bank) მახლობლად, ხიდის კედელზე გამოჩნდა. 2014 წელს ის კედლიდან წაშალეს და ასე იქცა სტრიტ-არტის ნიმუში მსოფლიოში ცნობილ სამუზეუმო ექსპონატად. დამთვალიერებელი მის ხილვას ფრიდერ ბერდას სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 3 მარტამდე შეძლებს.

LG-მ მოძრავი ტელევიზორი გამოუშვა

თამაში, რომელიც ასი წლისაა