in

საფარის ახალი დასახლებისთვის წყალს ჰაერის ტექნოლოგიით მიიღებენ

თქვენთვის ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს — MASK-ის არქიტექტორებმა აფრიკაში მსოფლიოში პირველად შექმნეს პროექტი, რომელსაც წყლის წარმოება ჰაერის ტექნოლოგიის გამოყენებით დამოუკიდებლად შეუძლია. ახალი ტენოლოგია გამჭვირვალე მზის მოწყობილობით არის წარმოდგენილი, რომელსაც შუშის ფარდები ფარავს.

პროექტის მიზანია არა მხოლოდ უნიკალური ძვირადღირებული საცხოვრებლის შექმნა, არამედ იგი მიისწრაფვის ინოვაციურობისა და რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრისკენ. ეფუძნება კონსტრუქციულ და აღდგენით პროექტების გენერირების პროცესს, რომლებიც გეოლოგიური, კლიმატური თუ გარემო ფაქტორებიდან მომდინარეობს”, — აცხადებენ პროექტის ავტორები.

BAOBAB Safari Lodges წარმოგიდგენთ ქოხებს, სადაც გექნებათ მიწა ხილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად, წყალი თქვენი ცხოველებისთვის, ამასთან, ისეთი პროდუქტების დასამზადებლად და გასაყიდად, როგორებიცაა, ყველი, პური, ხორცი და რძე. 

ჩვენი მიზანია, ამ პროექტით უფრო მეტად წყლისადმი მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, ვიდრე რაღაც მდიდრული გამოცდილება შევქმნათ. დავამარცხოთ შიმშილი, წყურვილი, ის დაავადებები თუ სავალალო შედეგები, რომლებსაც მისი არარსებობა იწვევს. გვსურს, შევქმნათ საზოგადოება, რომელიც სიღარიბეში მყოფ მიმდებარე თემებსაც დაეხმარება. ჩვენ ადგილობრივების დასაქმებაც შეგვეძლება, — განმარტავენ MASK-ის არქიტექტორები.

მშენებლობისას მდგრად რესურსებს გამოიყენებენ და ქოხები მიწიდან 3.5 მეტრზე იქნება აწეული, რათა მაცხოვრებლები მეტად დაცულები იყვნენ. მსგავსად, აუზიც შენობის თავზე მოექცა, საიდანაც მაცხოვრებლებს საფარის პანორამული ხედით დატკბობის საშუალებაც მიეცემათ. საინტერესოა ისიც, რომ თითოეულ სახლს წყლის ტუმბო ექნება, რათა აუზისთვის საჭირო წყალი შეაგროვოს. ქვედა სივრცეში არსებულ აივანზე კი ვიზიტორებს გარშემო არსებულ ველურ ბუნებასთან ინტერაქციის საშუალებაც ექნებათ.

რაც შეეხება ექსტერიერს, როგორც ხედავთ, სრულად ხისგან არის დამზადებული, მეტი მოქნილობისთვის მას დასაკეცი ჟალუზებიც კი აქვს. აქვე, ნახავთ სივრცეს, სადაც შეგიძლიათ თქვენი ჩანთები და ტანსაცმელი განათავსოთ, პატარა ბარს, სადაც სასუსნავებისა და სასმელების შენახვას შეძლებთ, შიდა აბაზანას, მისაღებ ოთახს, სამუშაო სივრცესა და საძინებელს. ეს პატარა სახლები იდეალური იქნება წყვილებისთვის, პატარა ოჯახებისთვის ან დიდი ჯგუფებისთვის.

BAOBAB Safari Lodges-ის შექმნის იდეაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ველური ბუნებით და მივაწოდოთ მათ იზოლირებულ ადგილებში ცხოვრების გამოცდილება, — ამბობენ არქიტექტორები.

 

Nike დიდი ოცნებების ასრულებისკენ გვიბიძგებს — ახალი კამპანია

3 შეცდომა, რომელსაც რეზიუმეს შედგენისას უნდა ერიდოთ