ჰაინეკენმა ახალი აპლიკაცია იმ ადამიანებისთვის ჩაუშვა, რომლებმაც უკვე აღარ იციან, სად გაატარონ საღამო, კვლავ ძველ, ნაცნობ ბარებს მიმართავენ და ცოტა არ იყოს მოსაწყენებიც გახდნენ. Bar Dating-ის აპლიკაცია შესთავაზა მათ, ოღონდ ვინმეს კი არ ურიგებს, არამედ მომხმარებლებს ახალი ადგილების პოვნაში ეხმარება საღამოს გასატარებლად, ჩვეულებრიობას რომ გაექცნენ და ახალი ადამიანებიც გაიცნონ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეხვედრების აპლიკაციის სპონტანურობას ახალი ბარების აღმოჩენით აღფრთოვანებასთან აერთიანებს და ახალ გზას სთავაზობს მომხმარებლებს სოციალური კავშირების გასაცოცხლებლად. ამგვარად, ყოველი საღამოს თავგადასავლად ქცევას ჰპირდება ბრაზილიასა და იტალიაში მცხოვრებ ადამიანებს. თანაც, შეეძლებათ აპლიკაციაში ისეთი ბარი იპოვონ, რომელიც მათ ინტერესებს შეესაბამება, იქნება ეს Live მუსიკა თუ უბრალოდ ლუდის პაბი.
ამ ამბის უკან კი კვლევა დგას, რომელიც გვეუბნება, რომ ახალგაზრდების 67% იმავე ბარში ამჯობინებს სიარულს, რომელსაც ხშირად სტუმრობს, რადგან ეს მათ დაცულობის შეგრძნებას აძლევს. მართალია, მილენიალებსა და თაობა ზეტის წარმომადგენლებს ახალი გამოცდილებები, ადგილები და ადამიანები აინტერესებთ, მაგრამ, როგორც ჩანს, კომფორტის ზონის დათმობაც უჭირთ. ამასთან, გარიგების დროც წავიდა, ახალ თაობას სურს, პარტნიორი აპლიკაციაში ან ბარში გაიცნოს და ზუსტად ამას პასუხობს Bar Dating-იც.
„გვინდა, ვუბიძგოთ ახალგაზრდებს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და ესტუმრონ ახალ ბარებს, რათა დაამყარონ რეალური ურთიერთობები. რადგან ციფრულ თაობაზე ვსაუბრობთ, შეხვედრების აპლიკაციიდან ინსპირაციის აღება კარგი საწყისი ნაბიჯი იყო“, — აცხადებს ნაბილ ნასერი, ჰაინეკენიდან.
ჰაინეკენის კამპანიაზე LePub-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.