ცოტა ხნის წინ კახეთში, ერთი შეხედვით, უცნაური ბილბორდები გაჩნდა. მათზე გამოსახული ადამიანები ამოტრიალებულები არიან, ანუ სახით ქვემოთ და გვერდით აწერია „სწორი არჩევანი სასურველი შედეგისთვის”. იქვე, ბილბორდზე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროდუქტებსაც ნახავთ და ბრენდის ლოგოს „ბარაქა”. ბილბორდები გზად მიმავალ ადამიანს თვალში აუცილებლად მოხვდება, რადგან მათი უჩვეულო სტილი გამვლელთა ყურადღებას იქცევს.
„ბარაქა” ქართული კომპანიაა, რომელიც აგრობიზნესში ოპერირებს. მისი მისია სახელწოდებაშიც ისახება – კომპანიის მისწრაფებაა, რომ ქართულ აგრობიზნესს უხვმოსავლიანობასა და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. მას ორი მიმართულება აქვს: მაღაზიათა ქსელი და მომსახურების ცენტრები. კომპანია საქართველოს რამდენიმე რეგიონს ფარავს. ის წარმოდგენილია ქუთაისში, ქარელში, გორში, საგარეჯოში, წნორში, ზუგდიდში, მარნეულში, თელავში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და ყვარელში. კომპანია ამ მხარეებში მცხოვრებ ფერმერებსა თუ აგრონომებს შესაბამისი პროდუქტითა და ცოდნით ამარაგებს. ბარაქა სამეცნიერო და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, მისი სლოგანია „მეცნიერება უხვი მოსავლისთვის”. მას კარგად აქვს შესწავლილი თანამედროვე აგრობიზნესის გამოწვევები და ცდილობს, თავისი სერვისებიც ამ კუთხით განავითაროს. კომპანიის გამოცდილ გუნდში მუშაობენ აგროკონსულტანტები, რომლებიც აგრარული სფეროთი დაინტერესებულ პირებს ნებისმიერი საკითხის გარკვევაში ეხმარებიან.
„ბარაქა ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდია, რომელიც უკვე წლებია სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებაზე მუშაობს. ჩვენი მომსახურებით უკვე არაერთი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ფერმერი სარგებლობს, რომლებსაც აგროსერვისების სრულ სპექტრს ვთავაზობთ. მართალია კომპანია 5 წლის წინ დავაფუძნეთ, მაგრამ ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული აქტიურობით ბოლო 2 წელია გამოვირჩევით. ამ პერიოდში სრულად გავაკეთეთ ბაზრის ანალიზი, შევისწავლეთ აგრარული სფეროს გამოწვევები, საჭიროებები და ამ ანალიზის შემდეგ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ჩვენი კომპანია მუშაობს. ჩვენი ასორტიმენტის 80% არის ევროპული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. გვაქვს ასევე ამერიკული, იაპონური, სამხრეთ კორეული და ჩინური ხაზი, რათა ყველანაირი რესურსის მქონე ფერმერს მოვემსახუროთ და შევუქმნათ კომფორტი”, – სოფო ჩუბინიძე, მარკეტინგის განყოფილების უფროსი.
კომპანია საკმაოდ აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს ეწევა, რადგან კარგად ესმის, რომ თანამედროვე სამყაროში ამის გარეშე წარმოუდგენელია. ის ე.წ. 360 გრადუსიან მარკეტინგს იყენებს და ციფრულადაც ყველა შესაძლო პლატფორმაზე აწვდენს ხმას თავის მომხმარებელს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია ბილბორდების განთავსებაც. ზაფხულის სეზონი იწურება, სასუქების ყიდვის ინტენსიური პერიოდია და გუნდმაც არ დააყოვნა, რომ სასურველ სეგმენტამდე ხმა ორიგინალური ფორმით მიეწვდინა. ბილბორდების დიზაინზე გრაფიკოს დიზაინერმა, ლიკა კოჩაძემ იმუშავა.
იმისთვის, რომ ამ კამპანიის დეტალებს უკეთ გავცნობოდით, სოფო ჩუბინიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
M: რა პრობლემის გადაჭრა გსურდათ ამ ბილბორდების განთავსებით და თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს აქტივობა მომხმარებელზე?
ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში უამრავ ბილბორდს ვნახულობთ, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მათგან ერთი ან ორი გვამახსოვრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იყო, ისეთი ბილბორდების მომზადება, რომლებიც მაქსიმალურად დასამახსოვრებლები იქნებოდა. გუნდში ბევრი მსჯელობის შემდეგ დაგვებადა იდეა, რომ არასტანდარტული ბანერი შეგვექმნა, რომელიც უცხო იქნებოდა საქართველოს ბაზრისთვის და მომხმარებლის ყურადღებას უფრო მეტად მიიპყრობდა. ამისთვის ამოვატრიალეთ ადამიანის გამოსახულება და დავიტანეთ სლოგანი, რომელიც გვინდოდა ჩვენ სამიზნე აუდიტორიამდე მიგვეტანა. ჩვენი აზრით, მსგავსი ბილბორდი აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას, დაინტერესდებიან, რა წერია ბანერზე, შესაბამისად, წაიკითხავენ სლოგანსაც, საბოლოოდ კი მივიტანთ ჩვენს სათქმელს მომხმარებლამდე.
M: რა გზავნილებია დატანილი ამ ბილბორდებზე?
„სწორი არჩევანი სასურველი შედეგისთვის’’ – ფერმერების წარმატება და უხვმოსავლიანობა პირდაპირპროპორციულია ჩვენს წარმატებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ გააკეთონ სწორი არჩევანი, რომ მიიღონ სასურველი შედეგი. ჩვენ ვთავაზობთ ელექსირ ზორკას ევროპული ხარისხის სასუქებს NPK 7:21:21 და NPK 6:24:12, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. ბარაქას ასორტიმენტში არის სხვადასხვა ფორმულაცია, რისი მეშვეობითაც ფერმერს ვთავაზობთ ისეთი საკვები ელემენტებით მდიდარ სასუქს, რომელიც ნიადაგს სჭირდება და დაეხმარებათ მიიღონ უხვი და ბარაქიანი მოსავალი. აგროკომპანია ბარაქა და ფერმერები ერთად ვქმნით წარმატებას.
M: სიხშირით გეგმავთ მსგავს კამპანიებს?
აგროკომპანია ბარაქას გუნდი მუდმივად ცდილობს განვითარებას როგორც პროფესიული, ასევე მარკეტინგული კუთხით. ჩვენი მიზანია, ფერმერებს საინტერესოდ მივაწოდოთ აგრობიზნესში არსებული სიახლეები, რადგან ფერმერმა იგრძნოს ჩვენი მხარდაჭერა ყველა მიმართულებით და საბოლოოდ ერთად განვავითაროთ სოფლის მეურნეობა საქართველოში.
M: ბოლოს ისიც გვითხარით, რა გამოწვევებია დღეს საქართველოს აგრობიზნესში და „ბარაქა” როგორ გადაწყვეტებს პოულობს ამ გამოწვევებისთვის?
აგროკომპანია ბარაქა ყოველდღიურად ცდილობს ინოვაციების დანერგვას, რისთვისაც სამეცნიერო მიდგომებს იყენებს. მოსავლის სიუხვის გარდა, კომპანიის სურვილი ბარაქიანი მომავლის შექმნაა. ამ მიზნით ჩვენ ვზრუნავთ აგრონომების ახალი თაობის აღზრდაზეც. აგრონომებს სისტემატურად აქვთ როგორც ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია ფერმერებთან, ასევე მუდმივად დადიან მონიტორინგზე, უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საბოლოოდ ეხმარებათ, მიიღონ უხვი და ბარაქიანი მოსავალი. გარდა ამისა, ფერმერებთან კონსულტაციებისა და ცოდნის ამაღლებაში აქტიურად არიან ჩართულნი მოწვეული აგრონომები, რომლებიც ფერმერებს სხვადასხვა აქტივობას აცნობენ. მნიშვნელოვანია, ფერმერმა იგრძნოს მხარდაჭერა, რომ ნებისმიერ დროს გვერდში ჰყავს ადამიანი, ვისი იმედიც შეუძლია ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობის განმავლობაში ყველაზე რთული აღმოჩნდა ცოდნის იმპორტი. სპეციალურად ამ მიზნით პერიოდულად ჩამოგვყავს მსოფლიო დონის აგრონომები, რომლებიც გუნდს აცნობენ სიახლეებს და უზიარებენ ევროპულ გამოცდილებას. გვყავს 3 მაღალი დონის უცხოელი კონსულტანტი, რომლებიც დისტანციურადაც მუდმივად ჩართულნი არიან პროცესებში და ხშირად ჩამოდიან ხოლმე საქართველოში. აგრეთვე ჩვენი სპეციალისტები მიემგზავრებიან საზღვარგარეთ და ეცნობიან თანამედროვე მიდგომებს.
[R]