თუ „ბარაქას“ ჯერ კიდევ არ იცნობთ, ახლა სწორედ ის დროა, მასზე შეიტყოთ. ეს ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდია, რომელიც უკვე წლებია, ყველაფერს აკეთებს, სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებისთვის. კომპანია ფერმერებს აგროსერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს და მათი მოსავლის ბარაქიანობაზე, დათესვიდან მოსავლის აღებამდე, ზრუნავს.
„ბარაქას“ სერვისებით უკვე არაერთი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ფერმერი სარგებლობს. კომპანია მათ უწყვეტ ზრუნვასა და მუდმივ უკუკავშირს სთავაზობს, უმაღლესი ხარისხის სასუქებით, სათესლე მასალითა თუ მცენარეთა დაცვის საშუალებებით კი მათ უხვმოსავლიანობას უზრუნველყოფს.
„ბარაქა“ არსებული უპირატესობებით არ კმაყოფილდება და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მეცნიერული მიდგომებით, კომპანია სფეროში ინოვაციების შემოტანას ყოველდღიურად ცდილობს, საცდელი მეურნეობის დახმარებით კი ამ ინოვაციების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში რწმუნდება.
მოსავლის სიუხვის გარდა, კომპანიის სურვილი ბარაქიანი მომავლის შექმნაა. ამ მიზნით, „ბარაქა“ აგრონომების ახალი თაობის აღზრდაზეც ზრუნავს. კომპანია გეგმავს სასწავლო ცენტრის გახსნას, სადაც არაერთ პროფესიონალს გაზრდის.
მალე, „ბარაქას“ მაღაზიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიხსნება. უახლოეს პერიოდში, ყვარელში, ზუგდიდსა და მარნეულში წარმოდგენილი იქნება უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქცია, რომლითაც კომპანიას ამერიკული, იაპონური და ევროპული ბრენდები ამარაგებენ. პროდუქციის ეფექტურობაში დარწმუნება არ გჭირდებათ, რადგან თითოეული მათგანი უკვე გამოცდილია საცდელ მეურნეობებზე.
კომპანია დღითიდღე იზრდება და აფართოებს შესაძლებლობების არეალს. ინოვაციებზე დაყრდნობით, „ბარაქა“ ცდილობს, დაეხმაროს ფერმერებს სამომავლო მიზნების მიღწევაში და ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებას საქართველოში.
მოკლედ, თვალი ადევნეთ „ბარაქას“, როგორც ჩანს ეს კომპანია ბევრ საინტერესო სიახლეს გიმზადებთ.
[პარტნიორის კონტენტი]