in

„ბარამბო“ ისრაელში ექსპორტზე გავიდა 

შოკოლადი „ბარამბო“, ისრაელში ექსპორტზე გავიდა, იმპორტიორ კომპანიასთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და პირველ ეტაპზე, ქართული პროდუქციის 40 ფუტიანი კონტეინერიც გაგზავნა.

 

„სააგენტოს [„აწარმოე საქართველოში“] ხელშეწყობით, კომპანიამ ებრაელ პარტნიორებთან ბიზნეს-კავშირები გერმანიის ყოველწლიურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე ANUGA 2019 დაამყარა. საერთაშორისო ღონისძიება კიოლნში გაიმართა, რომელიც ევროპის მასშტაბით უმხსვილესია. გამოფენას 198 ქვეყნიდან 165 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 7 000-ს აღემატებოდა“, – ამბობენ სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“.

ისრაელი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც „ბარამბო“ თავის პროდუქციას გაიტანს. კომპანია მოლაპარაკებებს ევროპის, აფრიკის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აწარმოებს.

Protected: რა არის UX დიზაინი და როგორ იყენებენ მას თიბისიში

საოჯახო სასტუმრო “ზე ბოლთას” ბრენდინგი – ტერაბანკის პროექტი ქალი მეწარმეებისთვის