13
Nov
2015

ბარამბო-ს კამპანია „ვიმეგობროთ“ და ახალი პროდუქტის – 8 გრამიანი ფილების ორიგინალური პრეზენტაცია

13 Nov 2015

ბარამბო „ვიმეგობროთ“ კამპანიის ფარგლებში ენერგიულ და პოზიტიურ განწყობას უქმნის სხვადასხვა სფეროს 100-მდე კომპანიაში დასაქმებულ 10 000-მდე თანამშრომელს. პროექტის მიზანია საქმიან ადამიანებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, დილიდან სამუშაო მაგიდასთან, სამუშაო ადგილზე სიურპრიზის სახით დახვდეთ ბარამბოს ახალი პროდუქტი – 8 გრამიანი რძიანი , ასევე კარამელიანი მინი-ფილა ღია ბარათთან და პოზიტიურ შეთავაზებასთან ერთად – „ვიმეგობროთ“. რამდენიმე კომპანიის საქმიანმა თანამშრომლებმა დილა უკვე ენერგიულად და ტკბილად დაიწყეს ბარამბოსთან ერთად, მათ შორის „პალიტრა ჰოლდინგი“-ს გუნდმაც. დეგუსტაციასთან ერთად ამ მესიჯით ბრენდი საკუთარ მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს მიდის და უმეგობრდება. ბარამბოს აქცია 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

1

 

განხილვა