in ,

საქართველოს ბანკის ბარათების საყოველთაო გათამაშების კამპანია გრძელდება! 3 ახალი სერია მარკეტერზე!

საქართველოს ბანკის საყოველთაო გათამაშების კამპანია გრძელდება და მარკეტინგი წარმოგიდგენთ ახალ, 3 სერიისგან შემდგარ რეკლამებს!

სარეკლამო ვიდეორგოლები “JWT მეტროს” ეკუთვნის და ის რეჟისორმა დავით ჯიბლაძემ გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კამპანიას წინ უძღოდა გათამაშების ანონსი, სადაც იუმორნარევი გზით იყო ნაჩვენები, თუ როგორ ემზადებოდა მოსახლეობა ბარათების საყოველთაო გათამაშებაში ჩასართავად.

იუმორის ხაზი ახალ სერიებშიც შენარჩუნებულია და ამჯერად უკვე ის ჩანს, რომ ყველა ჩართულია და არავინ უშვებს შანსს ხელიდან გადაიხადოს საქართველოს ბანკის ბარათით – საქართველოს ბანკის პოსტერმინალში.

პროექტის ავტორების განცხადებით სარეკლამო რგოლებში ბანკი მიზანიმართულად აჩვენებს მსხვილ თუ წვრილ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, საბარათე ოპერაციების შესრულების უპირატესობას და მათ შორის ახდენს ნაღდი ანგარიშსწორების დაპირისპირებას საბარათე ტრანზაქციებთან

მარკეტერთან საუბრისას, საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აღნიშნული კამპანიის მიზნებსა და ამოცანებზე: 

,,ჩვენ ამ კამპანიით გვსურს, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში ნებისმიერი ნივთისა და მომსახურების შესყიდვისას, გადახდის თანამედროვე მეთოდი – პლასტიკური ბარათით გადახდა – ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციონ და უფრო მასშტაბური გახადონ.

ამისათვის, ჩვენს მომხმარებლებს ყველანაირი წინაპირობა აქვთ შექმნილი. საქართველოს ბანკი პოსტერმინალებისა და მერჩანტების ქსელის გაფართოებას აქტიურად ახდენს იმ ადგილებშიც კი, სადაც აქამდე ბარათით გადახდა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. (მაგ.: ბაზრობებზე, უბნის მაღაზიებში და ა.შ. ). ჩვენი მომხმარებლების ქცევის სტიმულაციას 3 თვიანი გათამაშების კამპანიით (1 ივლისიდან – 1 ოქტომბრამდე) ვგეგმავთ. სწორედ ამ მიზნით, მომენტალურ გათამაშებაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ბანკის ნებისმიერი მომხმარებელი და ნებისმიერი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათი. (VISA, MasterCard, American Express).

რადგან გათამაშება უკვე 1 ივლისს დაიწყო, კამპანიას ამწუთისათვის უკვე ჰყავს იღბლიანი მომხმარებლები 768 მოგებულის სახით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. სულ გათამაშებული თანხა კი 7705 ლარს შეადგენს. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ მომხმარებლების მუდმივ ინფორმირებულობასა და გათამაშების გამჭვირვალობაზე, სწორედ ამ მიზნით გავაკეთეთ სპეციალური ვებგვერდი: www.allcards.ge, სადაც ონლაინრეჟიმში ნაჩვენებია მოგებული მომხმარებლების რაოდენობა, ინდივიდუალურად და ჯამურად გათამაშებული თანხების ოდენობა. მონაცემები ავტომატურ რეჟიმში ნახლდება, გათამაშებული პრიზების პარალელურად.

მეტი თვალსაჩინოებისთვის საქართველოს რუკაზე, ქალაქებისა და დაბების მიხედვით ინიშნება ადგილები, სადაც დაფიქსირდა გამარჯვების შემთხვევა. აღნიშნული ინფორმაცია შეუძლია ნახოს ყველამ, ვინც ვებ გვერდს www.allcards.ge ეწვევა.

 

ვიდეორგოლზე იმუშავეს:
რეჟისორი: დავით ჯიბლაძე
ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
დამდგემლი მხატვარი: სოფო ხარებაშვილი, თამუნა გულიაშვილი
კრეატივის დირექტორი: ეკა ყიფიანი არტ დირექტორი: სანდრო ციცქიშვილი
კოპირაიტერი: ზუკა ბერძენიშვილი
სტრატეგი: გიორგი ტაბატაძე
ექაუნთ მენეჯერი: ალექს ჩიქოვანი
პროდუსერი: სანდრო გაბილაია, მაია გურაბანიძე
რეჟისორის ასისტენტი: სოფო ფარჯიანი, მელი ბაღდავაძე
კოსტუმების მხატვარი: სოფო ხარებაშვილი, თამუნა გულიაშვილი
გრიმი: მაგდა დათუაშვილი კასტინგი: გიორგი გიორგანაშვილი
ხმის რეჟისორი: კობა კვაჭაძე
პოსტ ფროდაქშენი: METROGRAPH

მიეცი ხმა მათ მაგიერ, ვინც ის უკვე დაკარგა – სოციალური კამპანია #GhostVote შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ

Spice Girls-ის ჰიტი, 20 წლის შემდეგ, ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად აჟღერდა