in ,

#ბარათისამარა – Mastercard-ის კამპანია საქართველოში ნაღდი ფულის გარეშე ცხოვრების პოპულარიზაციისთვის

დასრულდა Mastercard-ის ოთხდღიანი კამპანია #ბარათისამარა/Cashless. ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო, პოპულარიზაცია გაეწიათ ნაღდი ფულის გარეშე ცხოვრებისათვის, განსაკუთრებით კი მოგზაურობის დროს. კამპანია განახორციელა სარეკლამო სააგენტომ McCann Tbilisi, რომლის ფარგლებშიც შეარჩიეს სამი მონაწილე: ანინა ტეფნაძე (სოც. მედიის მენეჯერი, news.on.ge), თეონა დოლენჯაშვილი (მწერალი, პიარ მენეჯერი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი), დიმიტრი სანაია (ჟურნალისტი, on.ge). მათ ჰქონდათ ერთი პირობა: მოგზაურობის დროს, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა გამოეყენებინათ ნაღდი ფული და ყველაფრის საფასური მხოლოდ Mastercard-ის ბარათით გადაეხადათ.

BOG
BOG

კამპანიის მიმდინარეობაზე, შედეგებსა და სხვა დეტალებზე „მარკეტერი“ McCann Tbilisi-ის გენერალურ მენეჯერს, დავით მეზვრიშვილს ესაუბრა.

დავით მეზვირშვილი: Mastercard-ის მისიაა, შეიქმნას სამყარო ნაღდი ფულის მიღმა, სადაც ეკონომიკა უფრო უსაფრთხო, ეფექტური, განვითარებული და გამჭვირვალე იქნება ყველასთვის. ამ კამპანიის მიზანს წარმოადგენდა ნაღდი ფულის გარეშე ცხოვრების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით კი მოგზაურობის დროს. ჩვენი სამიზნე აუდიტორიისათვის გვინდოდა, გვეჩვენებინა, თუ რა შესაძლებლობები აქვს Mastercard-ს მოგზაურობისას, ბარათით გადახდის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე აქცენტის გაკეთებით.

M: რაც შეეხება კამპანიის პირობებს . . .

გამოწვევის პირობა იყო შემდეგი: ჩვენს გმირებს გადავეცით Mastercard-ის ბარათები, რომელზეც დავურიცხეთ საკმარისი თანხა ბათუმში 4 დღიანი სასიამოვნო დასვენებისათვის, დანარჩენი კი მათზე იყო დამოკიდებული. თავად უნდა გადაეწყვიტათ – ბათუმში თვითმფრინავით გაფრინდებოდნენ, იმგზავრებდნენ ტაქსით თუ ავტობუსით. შეეძლოთ, ეცხოვრათ მაღალი კლასის სასტუმროში ან დაბინავებულიყვნენ ჰოსტელში, დაეხარჯათ ფული შოპინგზე და ა.შ. მხოლოდ ერთი პირობით: ყველა გადახდა უნდა შესრულებულიყო მხოლოდ Mastercard-ის ბარათით, არავითარი ნაღდი ფული!

 

M: რა პრინციპით შეარჩიეთ მონაწილეები და ვინ იყო თქვენი სამიზნე აუდიტორია?

ჩვენ გვსურდა, ხმა მიგვეწვდინა ახალგაზრდა, ტექნოლოგიებში გარკვეული აუდიტორიისთვის, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობაც მოგზაურობისას ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას. შევარჩიეთ 3 პოპულარული ქართველი ბლოგერი, კამპანიის მიზნებისთვის შესაფერისი სამიზნე აუდიტორიით და აღვჭურვეთ ისინი ამ საინტერესო მოგზაურობისათვის საჭირო ატრიბუტიკით – Mastercard-ის ბარათით, ტელეფონის პორტატული სატენით და ჭიქა-თერმოსით დილის მხნეობისთვის. კამპანიის მონაწილეები ნამდვილად არიან „ოფინიენ ლიდერი“ ჩვენი სამიზნე აუდიტორიიდან, რადგანაც, მოგეხსენებათ, ბლოგერები ინტერნეტ სივრცის ყველაზე მოხერხებული „მოთამაშეები“ არიან. მათ ჰქონდათ საშუალება, ემოგზაურათ სპონტანურად და ამის პარალელურად, აუდიტორიას უხვად გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, რომელიც, ამ გზაზე, ნაღდი ფულის გარეშე მიიღეს.

M: რა იყო #ბარათისამარა/Cashless-ის საბოლოო მიზანი?

ამ კამპანიით ვეცადეთ, შეგვეცვალა ქართველი მომხმარებლის ქცევა. ქართველები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად იხდიან ბარათით. თუმცა, მოგზაურობისას ისინი მაინც ხშირად ანაღდებენ ფულს. ვეცადეთ, აუდიტორიისთვის გვეჩვენებინა, რეალური გამოცდილება ყველა იმ სარგებლითა და დაბრკოლებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ნაღდი ფულის გარეშე მოგზაურობას.

M:რა შედეგი მიიღეთ?

შედეგი იყო ისეთი, რასაც ველოდით. ჩვენს სამიზნე აუდიტორიას წარმატებულად მივაწოდეთ მთავარი სათქმელი, რელევანტური არხებით და საკომუნიკაციო სტილით. გამოწვევაში მონაწილე ადამიანების მეშვეობით დავამტკიცეთ, რომ ნაღდი ფულის გარეშე მოგზაურობა არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ კომფორტული, მარტივი და სახალისოცაა.

სტატიები, ბლოგები და პუბლიკაციები, რომლებიც მონაწილეებმა პროექტის დროს გამოაქვეყნეს, შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

ანინა ტეფნაძის პუბლიკაციები – დასაწყისი, #ბარათისამარა ყოფნის სირთულეები#ბარათისამარა ცხოვრება არც რთულია და არც – უინტერესო , მოგზაურობის დასასრული . (ყველა პუბლიკაცია იხილეთ ავტორის პირად Facebook და Instagram გვერდებზე)

თეონა დოლენჯაშვილის მოგზაურობა #ბარათისამარა

დიმიტრი სანაიას მოგზაურობა #ბარათისამარა –  პირველი დღე,  მეორე დღე,  მესამე დღე, მეოთხე დღე

მატასი სულაკაური Leo Burnett Moscow-ის სენიორ არტ დირექტორი გახდა

რთულია მოატყუო თავი – განსაკუთრებით მუსიკაში – Vazhmarr #თაობა