in

„ბარბარესთან“ მსოფლიოს Top 50 აღმოჩენათა შორის მოხვდა

რესტორანი „ბარბარესთან“, მსოფლიოს 50 საუკეთესო აღმოჩენათა სიაში მოხვდა – გამოცემა The World’s 50 Best Restaurants წერს, რომ ეს ტრადიციული საოჯახო რესტორანია, სადაც კერძებს, მე-19 საუკუნის ლეგენდარული ქართველი მწერლისა და კულინარის ბარბარე ჯორჯაძის ორიგინალური რეცეპტებით ამზადებენ.

„ [რესტორანში] „ბარბარესთან“ ნამდვილად გაქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ დავიწყებული მაგრამ ავთენტური ქართული სამზარეულო, რომელიც შერწყმულია იმ პერიოდის ინტერიერთან. აქ ნახავთ ლამპის აბაჟურებს, მაქმანებიან სუფრებს და ვინტაჟურ ჭურჭელს. „ბარბარესთან“ გაქვთ საშუალება გასინჯოთ კურდღლის ხვეულები, გოგრის ღვეზელები და ალუბლის სუპი, პიტნით. და ეს ყველაფერი მხოლოდ ადგილობრივი ინგრედიენტებით მზადდება. რესტორანში არის ქვევრის, ტრადიციული ქართული ღვინის ფართო არჩევანი“, – წერს გამოცემა.

მსოფლიოს 50 საუკეთესოს შორის მოხვედრა, დიდი მიღწევაა რესტორნის გუნდისთვის – ამბობენ, რომ ეს ქართული კულინარიის უდიდესი წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე.

„კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ მსოფლიო საზოგადოება, რომ ჩვენი სამზარეულო ნამდვილად იმსახურებს ადგილს საუკეთესოთა შორის და ვაჩვენეთ, თუ რა ძალა აქვს მას. დავარწმუნეთ, რომ ჩვენც ისევე შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ ისეთივე დიდი ენთუზიაზმით მოვამზადოთ უგემრიელესი კერძები, რომ ისეთივე დიდი გასტრონომიული კულტურა და ისტორია გააჩნია ჩვენს ქვეყანას, როგორც სხვა გამორჩეულ უცხო ქვეყნებსა და რესტორნებს. დღეიდან ქართულ სამზარეულოსა და ჩვენს რესტორანს მსოფლიოს [აღმოჩენათა] 50 საუკეთესოთა შორის ვიხილავთ. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. აქვე, განსაკუთრებული მადლობა William Reed Business Media-ს სტუმრობისა და შეფასებისთვის“.

1950-იანი წლების მანქანა, რომელიც კაცებმა მხოლოდ ქალებისთვის შექმნეს

MyBeeline-ს ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის, 1-ლი ადგილი უკავია