in

სადალაქო „პარტიზანი“ – რას სთავაზობენ ახლადგახსნილ „ბარბერ შოპში“ მომხმარებლებს?

პირველი „ბარბერ შოპი“, ანუ სადალაქო 1096 წელს საფრანგეთში გაიხსნა, როდესაც არქიეპისკოპოსმა უილიამმა წვერის ტარება აკრძალა. შემდეგ კი, ნელ-ნელა ეს კულტურა ევროპაში გავრცელდა. თუმცა, მაშინ დალაქები, იმავდროულად, ქირურგები და სტომატოლოგები იყვნენ. მათ ფუნქციებში მედიცინა მე-18 საუკუნიდან აღარ შედის და ახლა მხოლოდ წვერისა და თმის მოვლაზე ზრუნავენ. თბილისში პირველი „ბარბერ შოპი“, დაახლოებით, 2 წლის წინ გამოჩნდა. დღეს ბაზარზე უკვე რამდენიმე მოთამაშეა. მათ შორის ერთ-ერთია „პარტიზანი“/Partizan, რომელიც დედაქალაქში ერთი თვის წინ გაიხსნა.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/partizanbarbershop/videos/1398321460313353/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

სერგეი ბაბიჩი (დამფუძნებელი): ამ საქმეს სათავეში მე და ჩემი მეუღლე ვუდგავართ. იდეა ორი წლის წინ გამიჩნდა, როდესაც მივხვდი, რომ თბილისში მსგავსი მომსახურება, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ზუსტად ამ პერიოდში გაჩნდა პირველი რამდენიმე „ბარბერ შოპი“ ქალაქში. თუმცა, ეს არ იყო ის სერვისი, რომელსაც ევროპაში ვიყავი მიჩვეული. ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი Barber Shop გამეკეთებინა.

M: რატომ შეარჩიეთ ეს სახელი და რა არის „პარტიზანის“ კონცეფცია?

კონცეფცია საკმაოდ მარტივია – პარალელი გავავლეთ პარტიზანებისა და თანამედროვე კაცის ცხოვრების სტილს შორის. პარტიზანები იცავდნენ ოჯახებს და მოსახლეობას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად. ცდილობდნენ, თავად ეკეთებინათ ეს ყველაფერი, რადგან მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდათ. იგივეა თანამედროვე მამაკაცის ცხოვრებაც. ყოველდღიურად „იბრძვის” ოჯახის კეთილდღეობისთვის. ასეთი რიტმის გამო აუცილებელია დასვენება. „პარტიზანი“ არის ადგილი, სადაც თანამედროვე კაცს შეუძლია, იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, განიტვირთოს და გაატაროს დრო „თანამებრძოლებთან” ერთად.

M: ვისთვის არის „პარტიზანი“? 

„პარტიზანი“ არის თანამედროვე, აქტიური, მიზანდასახული და საქმიანი ადამიანებისთვის. ასაკობრივ ჩარჩოებს არ ვაწესებთ. ეს თანდაყოლილი თვისებებია, რომლებზეც არც ასაკი მოქმედებს და არც პროფესია. „პარტიზანი“ არის მამაკაცებისთვის, ვისაც უყვარს საკუთარი თავი და აფასებს მაღალი ხარისხის სერვისს.

M: საქართველოში ამ ბაზარზე რამდენიმე მოთამაშეა. სეგმენტი აუთვისებელი ნამდვილად არ არის. მეტიც, საკმაოდ დიდი კონკურენციაა. „პარტიზანი“ რითია გამორჩეული?

„პარტიზანი“ ძალიან თვითმყოფადი კონცეფციის მქონე ბრენდია. ეს არ არის სტანდარტული „ბარბერ შოპი“, 60-იანი წლების ამერიკით ინსპირირებული და აგურის კედლებით გაშენებული ინტერიერით. „პარტიზანს“ აქვს განსხვავებული ენერგია. აქ მიღებული გამოცდილება ზუსტად ამ ფაქტორის გამოა განსაკუთრებული. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. გახსნამდე, ერთი თვით ადრე, დავიწყეთ პერსონალის აქტიური დატრეინინგება. მოვიწვიეთ სტუმრები კიევის ერთ-ერთი საუკეთესო სადალაქო სკოლიდან “Aldobarbers Kiev”. გარდა ამისა, ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს კოსმეტოლოგიური მომსახურების სწავლებებიც. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, რომ ნებისმიერ სტუმარს, გარანტირებულად, უმაღლესი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. პირველ რიგში, გვსურს, გავფართოვდეთ და მოვიცვათ სოციალური სფეროც. ეს გულისხმობს ახალგაზრდების პროფესიონალურ გადამზადებასა და დასაქმებას, როგორც სადალაქო, ისე აქსესუარების მომზადების სფეროში. ასევე, ვაპირებთ „პარტიზანის“ გახსნას ვილნიუსსა და დუბაიში. უკვე დავიწყეთ მუშაობა ვებ პლატფორმაზე, რომელიც გაამარტივებს პროცედურებზე ჩაწერას. ვგეგმავთ „პარტიზანის“ ხაზის აქსესუარების „ონლაინ“ პლატფორმის გაკეთებასაც. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა გვაქვს და მათ, ეტაპობრივად, გავაჟღერებთ.

[R]

დავიცვათ ბავშვები ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული საფრთხეებისგან! – Movistar-ის პრინტ კამპანია

როგორია ნოკიას 2018 წლის მოდელები: Nokia 8 Sirocco და Nokia 7 Plus?