in

Barbie-მ დაუნის სინდრომის მქონე თოჯინა შექმნა

იმისათვის, რომ მეტმა ბავშვმა დაინახოს თავი Barbie-ში, არსებულ კოლექციას დაუნის სინდრომის მქონე თოჯინა ემატება. ზოგადად, ბავშვების ადრეული გამოცდილება მათივე აზრებსა თუ აღქმებს აყალიბებს და Barbie ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული.

როგორც ყველაზე მრავალფეროვანი თოჯინების ხაზი ბაზარზე, Barbie მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების ადრეულ გამოცდილებაში და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ სოციალური სტიგმის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება, საკუთარი თავი დაინახონ ბარბიში და ამასთან, წავახალისოთ ბავშვები, ითამაშონ თოჯინებით, რომლებიც მათ არ ჰგვანან. ეს მათ კონკრეტული საკითხების გააზრებაში ეხმარება და ემპათიასაც უვითარებს, რასაც მეტად ინკლუზიურ სამყარომდე მივყავართ, — აცხადებს ლიზა მაკნაითი, Barbie-დან.

იმისათვის, რომ თოჯინას ზუსტად წარმოეჩინა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, Barbie აქტიურად მუშაობდა National Down Syndrome Society-სთან (NDSS). მათი გამოცდილება დიზაინის შექმნის მთლიან პროცესში იყო ჩართული, იქნებოდა ეს თავად თოჯინას ფორმა, ტანსაცმელი, აქსესუარები თუ შეფუთვა. 

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან უდიდესი ნაბიჯია ინკლუზიურობისკენ, — კანდი პიკარდი, NDSS-ს ხელმძღვანელი. 

სწორედ NDSS-ს რჩევით შეიცვალა ბარბის ფორმები, ტანსაცმელი, აქსესუარები და ორთოტიკა. თოჯინას ხელებზე ერთი ხაზიც კი აქვს, რა მახასიათებელიც ხშირად სწორედ დაუნის სინდრომს უკავშირდება. ახალ ტანსაცმელზე კი ზუსტად იმ სიმბოლოებსა და ფერებს დაინახავთ, რომლებიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

თუ კარგად დააკვირდებით, თოჯინის ყელსაბამიც უკეთია, რომელიც 21-ე ქრომოსომას ასახავს. ხოლო სამი ისარი სიმბოლოა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე საზოგადოებას აერთიანებს. არც ის გამორჩენიათ, რომ ზოგიერთი ბავშვი ორთოტიკას მიმართავს, რის გამოც Barbie Fashionista ვარდისფერ სპეციალურ ფეხსაცმელს ატარებს.

Barbie ყველაზე ინკლუზიური თოჯინების ხაზია ბაზარზე, 175-ზე მეტი ვიზუალით. მთლიანობაში, თვალისა და თმების მრავალფეროვან ფერს, სხეულის ფორმებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მრავალ ვარიანტს გვთავაზობს. მათ უკვე შექმნეს ვიტილიგოს მქონე, ეტლით მოსარგებლე, პროთეზირებული კიდურების, სმენის აპარატის თუ ალოპეციის მქონე თოჯინები. ამიტომ, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ წელსაც ინკლუზიური სამყაროს შექმნისკენ მიისწრაფვის…

Google-ის თქმით, BardAI-ის გამოყენება მარკეტინგულ კამპანიებშიც შეიძლება

14 მაისს! Spotlight Tech სრული მასშტაბით ბრუნდება!