in

ნახეთ: Barbie Dreamhouses-ის 60-წლიანი ევოლუცია

„ბარბის ოცნების სახლი“ მართლაც ბევრი გოგონასთვის იყო საოცნებო — წარმოვიდგენდით, როგორი იქნებოდა ჩვენი რეალობა ამ სათამაშო შენობებში და შეგვეძლო, საათობით გვეზრუნა ბარბების ყოველდღიურობაზე. ახლა კი, დაახლოებით 60 წლის შემდეგ, რაც სახლის პირველი მოდელი გამოვიდა, არქიტექტურის ჟურნალმა PIN-UP მთელი ამ ისტორიის ერთიანად ასახვა გადაწყვიტა.

BOG
BOG

წიგნში Barbie Dreamhouse: An Architectural Survey სახლების 6 საკულტო დიზაინია წარმოდგენილი, რომლებმაც თანამედროვე ტენდენციებზე დიდი გავლენა იქონია. „ჩვენ გამოვეცით წიგნი, როგორც სათანადო არქიტექტურის მონოგრაფია, თანმიმდევრული ფოტოგრაფიით და დეტალური ნახატებით“, — აღნიშნავს ბენ განზი, PIN-UP Magazine-ის არტ დირექტორი.

ბარბის პირველი სახლი 1962 წელს გამოვიდა, რომელმაც პატარა გოგონებს ოცნების სივრცეზე შეუქმნა წარმოდგენა. „ომისშემდგომი ამერიკის დიზაინერულ ლანდშაფტში, როდესაც არქიტექტორებს უამრავი შესაძლებლობა მიეცათ, ბარბის სახლი გამოჩნდა. 1970-იან წლებში კი მეტი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება გაჩნდა, მრავალფეროვანი არჩევნებითა და განსხვავებული ტიპაჟებით“.

ერთ-ერთი პირველი სპიდომეტრი მსოლფიოში ბრიტანეთის მეფის შეკვეთით დამზადდა – სპიდომეტრების ისტორია

ანაზღაურება ერთ დღეში – ალდაგის ახალი პროექტი