in

როგორ გახდა „ბარბი“ მდგრადი ბრენდის შექმნის ინსტრუმენტი

საკულტო თოჯინის, ბარბის ისტორია 64 წელს ითვლის და დღემდე იდეალურ გაკვეთილებს სთავაზობს ბრენდებს — კერძოდ, ბიზნეს სტრატეგიის კულტურულ ევოლუციასთან შესაბამისობაში ჩამოყალიბების კუთხით.

წარმოიდგინე, ცხოვრება შენი შემოქმედებაა

ბარბის ტრაექტორია შესანიშნავად ასახავს ძლიერი ბრენდების ძირითად პრინციპს: იპოვეთ ახალი გზები, რათა ადამიანებს საოცნებო ცხოვრებაში დაეხმაროთ. მაგალითად, უნივერსალურ სიმართლეზეა დაფუძნებული, რომ ყველა ბავშვი ოცნებობს თავის მომავალზე — წარმოიდგენენ, ვინ იქნებიან, როცა გაიზრდებიან. Barbie-მ კი იდეალურად შეუსაბამა ეს წარმოდგენები საკუთარ პროდუქციას… ბრენდი თოჯინებს ტექნოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში ქმნის. ამრიგად, ეს არა მხოლოდ თამაშს, არამედ განათლებას თუ კულტურასაც ეხება — მომავალზე ოცნება სრულყოფილების ძიებიდან პოტენციალის რეალიზებამდე გაიზარდა.

თუმცა ბარბი ყოველთვის ვერ ახერხებდა კულტურულ ძვრებთან შესაბამისობაში მოსვლას, რასაც რვა კვარტლის განმავლობაში გაყიდვების კლება მოსდევდა. ამის მიზეზი სილამაზის არარეალური სტანდარტების დაწესება იყო. Girl Power-ის განვითარებისა და ქალთა უფლებების აქტების ზრდის ფონზე, ერთგვარი ზედაპირული მიდგომა პროდუქტის ინოვაციას ართულებდა. ეს იყო ქალურობის და თანასწორობის გაძლიერების, იდეალების შეცვლის ეპოქა, რასაც ბარბი მოგვიანებით წამოეწია…

ამბიციურობა

დღევანდელი კულტურა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ოდესმე და Barbie-ს ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა შეასრულონ ბრენდებმა ამ სწრაფად განვითარებად სამყაროში ორი, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი როლი. როგორც ბიზნეს ინსტრუმენტი, ბრენდი უნდა იყოს თანმიმდევრული ხატი, კომერციული შეთავაზების დაუყოვნებლივ ამოცნობადი.  შუქურა. თუმცა, როგორც კულტურული ობიექტი, ის უნდა იყოს დროის ნიშანი — მომხმარებელთა სურვილებისა და კულტურული ტენდენციების მყისიერი რეზონანსული ასახვა.

წარმატებული ბრენდები კულტურასთან ერთად უნდა განვითარდნენ, მაგრამ საკუთარი პრინციპებიც უნდა შეინარჩუნონ. ბრენდი მაშინაც კი უნდა გაიზარდოს, თუ პოზიციონირების კატეგორია შეიცვლება ან გაქრება. ამისათვის იდეალური საშუალებაა პლატფორმის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ შემოსავლის ახალ წყაროს ხსნის, არამედ კომპანიას საშუალებას აძლევს, ახალ პრაქტიკას მყისიერად მოერგოს. სწორედ ეს გააკეთა Mattel-მაც, რომელიც Barbie Stem Kits, Malibu Barbie-ის კაფეებისა და მხატვრული ფილმების შექმნით… როგორც თავად ამბობენ, ნამდვილი ძალა არა თოჯინაში, არამედ ბრენდშია. თოჯინა უბრალოდ ბრენდის საუკეთესო მარკეტინგული ინსტრუმენტია.

გარდა ამისა, ბრენდს სჭირდება ისეთი უტყუარი იდენტობა, რომ მისი ამოცნობა ნებისმიერ არხში იყოს შესაძლებელი. ეს მოითხოვს როგორც გამორჩეულ ბრენდის აქტივებს, რომლებიც კაპიტალის და მეხსიერების სტრუქტურების შესაქმნელად გამოიყენება, ისე უფრო ექსპრესიულ აქტივებს — უფრო მოქნილსა და სიტუაციურად მორგებულს.

მდგრადობის შექმნის საბოლოო ნაბიჯი აქტუალური თემების ხელშეწყობაა. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ითხოვენ საყვარელი ბრენდებისგან მყარი პოზიციების დაფიქსირებას ამა თუ იმ საკითხზე.

ამბავი როლსსა და როისზე

გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი „გლენმორანჯის“ ინსტაგრამ ფილტრით და დასაჩუქრდი!