20 ივლისს Cavea Cinemas-ში, More Beauty-ს ორგანიზებით, „ბარბის“ პრემიერა გაიმართა. ამ გრანდიოზულ საპრემიერო საღამოს ბრენდის ერთგული მომხმარებლები, ბიზნესპარტნიორები და ბრენდთან ასოცირებული ინფლუენსერები ესწრებოდნენ. საგულდაგულოდ იყო შერჩეული დრესკოდიც – სტუმრებს Barbiecore თემატიკის სამოსი ეცვათ.
„ეს ფილმი არის იმ ემოციების გაცოცხლება, რომელიც ჩვენს ბავშვობასთან ასოცირდება. მიხარია, რომ ჩვენმა კომპანიამ კავეასთან ერთად შესაფერისი დახვედრა მოუწყო ბარბის საქართველოში. ეს გრანდიოზული ღონისძიება იყო ჩვენი კამპანიის “Summer of Barbie” პირველი ნაბიჯი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ More Beauty-ში ბარბი გუშინ დაიწყო და ზაფხულის ბოლომდე არსად წასვლას არ აპირებს“, – აცხადებს More Beauty-ის გენერალური დირექტორი, მარიამ ვაზაგაშვილი.
More Beauty-მ ხელშეკრულება Cavea Cinemas-თან გააფორმა და ბარბის ოფიციალური წარმდგენი გახდა საქართველოში. ამ ორი ბრენდის ისტორიაში ეს თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა და, როგორც ირკვევა, ის მხოლოდ ამ სიახლეს არ მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ More Beauty და Cavea+ დამეგობრდნენ, რაც სამომავლოდ ახალი ერთობლივი პროექტების შექმნას გულისხმობს.
[R]