ფილმ Barbie-ის გამოსვლამ მსოფლიო მასშტაბის ყურადღება მიიპყრო. როგორც აღნიშნავენ, სხვა პროექტებისთვის რთული იქნება ასეთი დიდი აღიარების მიღწევა. Barbie გრეტა გერვიგის რეჟისორობით შეიქმნა, მის მთავარ როლში მარგო რობი გვევლინება. ფილმმა გლობალურად უკვე გამოიმუშავა 350 მლნ დოლარი, არადა სულ რაღაც, 21 ივლისს გამოჩნდა ეკრანებზე. ფილმმა ელვისებური სისწრაფით მიაპყრო Mattel-ის ბრენდს საზოგადოების ყურადღება. Barbie-ის მარკეტინგული ხელწერის გამეორება საკმაოდ რთული იქნება.
Barbie-ის ისტორიამ და მიმზიდველობამ შექმნა უნიკალური შესაძლებლობა სხვადასხვა ბრენდის მარკეტერებისთვის, ისარგებლონ Barbie-ის ვარსკვლავური უპირატესობით. სააგენტოს ხელმძღვანელების თქმით, Barbie-ს არ აქვს უნივერალური კავშირი პოპ-კულტურასთან. მიუხედავად იმისა, რომ გასართობი კონტენტის შესაქმნელად, ჰოლივუდთან რამდენიმე ბრენდი მუშაობდა, როგორიცაა Flamin’ Hot Cheetos და Tetris, ამ პროექტებს არ აქვთ იგივე შემოსავალი, როგორც Barbie-ს.
გამოცემა Modern Retail-ის ცნობით, ფილმის გამოსვლამდე, 100-ზე მეტი ბრენდი მონაწილეობდა ბრენდულ აქტივობებში. ამ ტიპის ხმაურისა და ინტერესის შექმნა სხვადასხვა ბრენდებისგან, ალბათ, ანომალიააო, – განმარტა ჯენიფერ კოუანმა, The Marketing Arm-ის გართობის მიმართულების წარმომადგენელმა. მან დასძინა, რომ ბრენდებს, სავარაუდოდ, შთააგონებს კიდეც Barbie-ს წარმატება, მაგრამ ბუნდოვანია, შეძლებს თუ არა რომელიმე სხვა ფილმი ბარბის რეკორდის მოხსნას.
მარკეტერები ვერ დააკოპირებენ Barbie-ს მარკეტინგულ სვლებს, თუმცა უფრო მეტს იფიქრებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოჩნდნენ სხვადასხვა გზით კულტურაში. სავარაუდოდ, მარკეტერები იფიქრებენ მეტს გართობაზე, უფრო მეტ კრეატივზე. მარკეტერებისთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი იმის დანახვაა, ვისთან ერთად დაიწყონ პარტნიორობა და როგორ აქციონ ბრენდი ისეთივე საინტერესოდ და აქტუალურად, კულტურის სხვადასხვა ნაწილში, როგორც ეს Barbie-მ შეძლო.
Barbie-ის მხარდამჭერ მარკეტინგულ კამპანიაზე $150 მილიონი დახარჯა. თუმცა, ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არსებობს განსაზღვრული განაკვეთი ფილმების მარკეტინგის ბიუჯეტისთვის. ეს ყველაფერი უფრო ფილმის ტიპზეა დამოკიდებული.
არ არსებობს სტანდარტები, როცა ფილმის მარკეტინგულ ბიუჯეტს ეხება საკითხი. ვიღაც 100 მილიონ დოლარს დახარჯავს, ვიღაც კი 5 მილიონს. ვიღაც პარტნიორებს დაეყრდნობა, ვიღაც კი – SXSW-ში მიიღებს მონაწილეობას (ეს არის კინოს, ინტერაქტიული მედიისა და მუსიკალური ფესტივალებისა და კონფერენციების ყოველწლიური კონგლომერაცია, რომელიც მარტის შუა რიცხვებში იმართება ხოლმე ოსტინში). ზოგიერთი ComicCon-ისკენ აიღებს გეზს. ყოველივე ეს დამოკიდებულია პროდუქტზე, ფილმზე, ისტორიაზე, შემქმნელებზე, სტუდიის ხელმძღვანელებზე.
„Barbie ამტკიცებს, რომ ჰოლივუდს ჯერ კიდევ შეუძლია ოსტატური ფილმის გადაღება და ბევრი ფულის შოვნა”, – თქვა ჯარედ სკოტმა, კრეატიული სტუდია The Revival House-ის პარტნიორმა და მარკეტინგისა და საოპერაციო ხელმძღვანელმა – „ვფიქრობ, ამ ფილმის ერთ-ერთი ხანგრძლივი ეფექტი შეიძლება იყოს ფილმის გადაღების ძველ გზაზე დაბრუნების სურვილი. გაახარეთ ხალხი ამით, აჩვენეთ მხოლოდ კინოთეატრებში, მოუყევით კარგი ამბავი და ხალხი მოვა მის სანახავად“.
წყარო: digiday