in

Barbie-ს NFT კოლექცია მისივე 250 პროფესიას ასახავს

პროექტს გოგო შვილების საერთაშორისო დღეზე უშვებენ…

Mattel-ის საკუთრებაში არსებული სათამაშოების ბრენდი Barbie სიმბოლურად, დღეს, 11 ოქტომბერს, გოგო შვილების საერთაშორისო დღეზე NFT ბრენდ Boss Beauties-თან პარტნიორობის შესახებ აცხადებს. ეს NFT-ის ახალ სერიას მოიცავს — 15000 ტოკენისგან შედგება და წარმოადგენს იმ 250 პროფესიას, რომელიც Barbie-მ დაიკავა მას შემდეგ, რაც ის პირველად 1959 წელს გამოვიდა.

კარიერული თვისებები ასტრონავტობიდან არქეოლოგებამდე, მეფუტკრეობიდან აღმასრულებელ დირექტორამდე და ყველა სფერომდე მერყეობს, რაც შეახსენებს გოგონებს, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ვინმე გახდნენ, — ვკითხულობთ განცხადებაში.  

ბრენდები თავიანთი ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში სულ 250 000 დოლარსაც გადარიცხავენ. ნახევარს Barbie Dream Gap Project-ისთვის, რაც განიმარტება, როგორც მიმდინარე გლობალური ინიციატივა, რომელიც აძლევს გოგონებს რესურსებსა და მხარდაჭერას, რათა საკუთარი თავისადმი რწმენა გაიძლიერონ. მეორე ნაწილი კი Boss Beauties Foundation-ს გადაეცემა, რომელიც ახალგაზრდა ქალების სპონსორობასა და მენტორობაზე ზრუნავს. 

Barbie არის გოგონების გაძლიერების ორიგინალური ბრენდი, ჩვენ მათ ვახსენებთ, რომ ყველგან შეუძლიათ იყვნენ, მათ ბოლო 6 ათეული წლის მანძილზე შეუძლიათ აირჩიონ სასურველი ნებისმიერი პროფესია. როცა ბარბის 250 კარიერას ვზეიმობთ, თანაც, გოგო შვილების საერთაშორისო დღეზე, ჩვენ გვეამაყება, რომ ზოგიერთ პროფესიას Boss Beauties-თან თანამშრომლობით ვაცოცხლებთ, რაც აღნიშნავს ჩვენს საერთო ვნებას, მხარი დავუჭიროთ ქალი ლიდერების ახალ თაობას, — აღნიშნავს ლიზა მაკნაითი, Barbie&Dolls-ის ვიცე პრეზიდენტი.

NFT-ის გაშვება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, მანამდე კი მენტორების ვირტუალური პროგრამების სერიები ჩატარდება. Boss Beauties და Barbie გოგონებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევს, რათა მათ სხვადასხვა პროფესიის მქონე ხელმძღვანელებს მოუსმინონ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს Boss Beauties-სა და Barbie-ს მეორე პარტნიორობაა, მათ ჯერ კიდევ მარტში ქალთა საერთაშორისო დღისთვის Role Models NFT კოლექცია გამოუშვეს.

როგორ განვასხვაოთ დეპრესია და „უბრალო მოწყენილობა“ ერთმანეთისგან — ფსიქოთერაპევტის პასუხი

„ინოვაციური სტარტაპი“ – გაიგე, რას გამოარჩევს თიბისის ბიზნესდაჯილდოების ჟიური ამ ნომინაციაში