in

Barbie როგორც ინფლუენსერი

Barbie რომ არავისთვის ყოფილა უბრალო სათამაშო, ალბათ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით… არც მხოლოდ Mattel-ის სათამაშოა, რომელიც ბავშვების წარმოსახვით მეგობრად იქცა, არამედ, თანამედროვე გაგებით, იგი ინფლუენსერიც გახლავთ. მისი პერსონაჟი სხვადასხვა პროფესიით, ჰობითა და ცხოვრების სტილით წარმოჩინდება, რაც ბავშვებს ოცნებებისა და მრავალფეროვნებისკენ უბიძგებს. Barbie-ს გავლენა მოდაზე, სილამაზის ინდუსტრიასა და ქალურობის სოციალურ აღქმაზეც აისახა, განსაკუთრებით კი 1990-იან და 2000-იან წლებში. თუმცა თანამედროვე ინფლუენსერების მსგავსად, არც მისი კარიერა ყოფილა მარტივი, ქვემოთ კი სწორედ ეს ამბები განვიხილოთ.

თოჯინის ირგვლივ არსებული კრიტიკა

ინფლუენსერებმა ფართო მასებზე გავლენა მუდმივად რომ შეინარჩუნონ, რელევანტურები უნდა იყვნენ და ასეა ბარბის შემთხვევაშიც, მასაც რეგულარული განახლებები სჭირდება. ამგვარად, მისთვის არც კრიტიკა ყოფილა უცხო, დაწყებული არარეალური სხეულითა და დამთავრებული ნაკლები მრავალფეროვნებით. წლების მანძილზე ბარბი კავკასიელიც კი გახლდათ, ლურჯი თვალებითა და წვრილი წელით. თუმცა ეს აქცენტი გოგოების მისწრაფებებს ზღუდავდა და, თითქოს, გენდერულ ნორმებსაც აძლიერებდა. თავად თოჯინების წარმოება კი პლასტმასის ნარჩენებისა და მდგრად მომავალთან დაკავშირებულ საკითხებს წამოწევდა წინ… თუმცა Barbie-მ ეს საკითხები დროულად გააცნობიერა და კულტურულ ნიშნად განვითარება მაინც მოახერხა.

Barbie ცვლილებებით სავსე სამყაროში

მრავალფეროვნებისთვის, ახალ აუდიტორიაზე გასასვლელად და რელევანტურობისთვის ინკლუზიურ და მუდმივად ცვალებად სამყაროში Mattel-მა Barbie-ს ხაზში მრავალი ტრანსფორმაცია შემოგვთავაზა. ეს ცვლილებები მოიცავს სხვადასხვანაირი სხეულის, კანის ტონისა თუ ვარცხნილობის მქონე თოჯინებს. ამგვარად კი, ბარბი მიზნად ისახავს, სილამაზის სტანდარტების მრავალფეროვნება შემოგვთავაზოს და ასე ინკლუზიურობასაც შეუწყოს ხელი. 

მოდის მიღმა, განსხვავებული კარიერული გზებიც წარმოგვიდგინა, ზუსტად ისე, როგორც ინფლუენსერები აფართოებენ თავიანთ ჰორიზონტს. იგი შთააგონებს ბავშვებს, გამოიკვლიონ განსხვავებული გზები და დაამსხვრიონ ტრადიციული გენდერული სტერეოტიპები. Barbie-ის პოზიტიურმა მსოფლმხედველობამ, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისკენ სწრაფვამ მისი, როგორც ინფლუენსერის როლი გააძლიერა, რომელიც კვლავ აგრძელებს ბავშვების შთაგონებას.

რა შეიძლება ისწავლონ Barbie-სგან ინფლუენსერებმა?

შეიძლება ცოტათი გაგიკვირდეთ, მაგრამ Barbie-მ უკვე იმას მიაღწია, რაც ბევრ ინფლუენსერს სურს — სხვადასხვა თაობისთვის რელევანტური დარჩა. თუმცა როგორ? ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია — განსხვავებული ტრენდებისა და ცვლილებების ავთენტურად მიღებით. 

ერთ-ერთი ასეთი ტაქტიკა 1990-2000-იანი წლების ნოსტალგიით სარგებლობაა. ამ თაობის ადამიანების მიერ გამოცდილი კულტურის, მოდისა თუ სილამაზის ტენდენციების, პატარა ჩანთების, თხელი წარბებისა თუ პრიალა ტუჩების დაბრუნება. იმ პერიოდის საკულტო გარეგნობისა თუ სტილის პატივსაცემად, რომლებიც ზრდასრულ კოლექციონერებს იმ დროის სასიამოვნო მოგონებებს გაუღვიძებდა, Mattel-მა სპეციალური გამოშვების ბარბის ხაზი შემოგვთავაზა.

Barbie X Béis

საინტერესოა ისიც, რომ მრავალ ბრენდთან თუ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, Barbie სულ უფრო დიდ აუდიტორიაზე გადის და ახალ სივრცეებსა თუ აუდიტორიებსაც უკავშირდება. ეს პარტნიორობა 2 კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: ის, ვინც ბარბის დამკვიდრებულ ბრენდს შეესაბამება და ის, ვინც მის მიღმა რჩება. თუმცა ბრენდისთვის არცერთია პრობლემა.

როცა საქმე სტანდარტულ პარტნიორობებს ეხება, Barbie საკუთარ ძალებს ისეთ ბრენდებთან აერთიანებს, რომლებსაც ბუნებრივი სინერგია გააჩნიათ მის იმიჯსა თუ ღირებულებებთან — იქნება ეს NYX-ის კოსმეტიკა თუ OPI-ის ფრჩხილები. მსგავსი თანამშრომლობები ბრენდებს საერთო სამიზნე აუდიტორიის ყოლის საშუალებას აძლევს და ისეთი პროდუქტების შექმნის, რომლებიც ბარბის გულშემატკივრებსა და სილამაზის ენთუზიასტებს ერთნაირად იზიდავს. 

Barbie X Airbnb

აი, რაც შეეხება Airbnb-სა და Béis-თან თანამშრომლობას, ეს უფრო არასტანდარტული, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. პირველ მათგანში თოჯინის საოცნებო სახლები შემოგვთავაზეს, ბარბის გულშემატკივრებს მისცეს შანსი, მისი ცხოვრების სტილი გამოეცადათ. Béis-თან თანამშრომლობა კი, რომელიც სამოგზაურო აქსესუარებს წარმოგვიდგენს, Barbie-ს მეტად ტენდენციურ სფეროში წარმოგვიდგენს, გვაჩვენებს მის მრავალფეროვნებასა და უნარს, მარტივად მოერგოს ცხოვრების განსხვავებულ კონტექსტს.

ანუ, რა გამოდის? ბარბი ინფლუენსერია? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოებას რელევანტური განახლებები შესთავაზა, დაწყებული კარიერიდან და დამთავრებული გარეგნობით, ასე გამოდის. თანაც ჩვენთვის მოსალოდნელ თუ მოულოდნელ პარტნიორებსაც წარმოგვიდგენს, რადგან ჰორიზონტი გაიფართოოს და აუდიტორიას ბრენდთან მეტი კავშირი შესთავაზოს, ზუსტად ისე, როგორც რეალური ინფლუენსერები იქცევიან. მართალია, ბარბი რეალური არ არის, მაგრამ ადამიანებზე ზეგავლენა, ფაქტია, რომ ძალიან კარგად გამოსდის. 

წარმოსახვის უნარი, როგორც შვარცენეგერის წარმატების გასაღები

STEP DESIGN 2023 — IT აკადემია STEP-ის ტრადიციული გამოფენა გრაფიკულ დიზაინში