in

Barbie-მ ძლიერი ქალების თოჯინები შექმნა

ქალთა საერთაშორისო დღეს Mattel სათამაშოების ოჯახში უფრო მეტი ძლიერი გოგო თოჯინების დამატებით აღნიშნავს, რათა ისინი კვლავ ემსახურონ ბარბის მიზანს, შთააგონონ ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ამბავი ბარბის 65 წლის იუბილესაც დაემთხვა, შესაბამისად, კომპანიამ გამორჩეული Role Model Dolls-ის ახალი ხაზი შემოგვთავაზა, რომელიც პატივს მიაგებს სხვადასხვა სფეროსა თუ ქვეყანაში მოღვაწე არაჩვეულებრივ ქალებს.

აქ ნახავთ ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობსა და აქტივისტ ვაიოლა დევისს, გლამურულ ინგლისელ მსახიობსა და ქალთა მხარდამჭერ ჰელენ მირენს, კანადელ ქანთრის მუსიკის ვარსკვლავს შანია ტვეინსა და ასვტრალიელ პოპის დედოფალ კაილი მინოუგის… 

თუმცა ეს თოჯინები მაღაზიის თაროებისთვის სულ არ არის განკუთვნილი, სპეციალური საჩუქრებია პარტნიორებისთვის, პატივისცემის ნიშანი, რომელიც თითოეულის წვლილს დააფასებს… შესაბამისად, ბავშვების სათამაშოზე მეტად Role Model Dolls-ის ხაზი მომავალი თაობების გაძლიერებას ეხება მათთვის იმ ფენომენალური ქალების ისტორიების გაზიარებით, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. 

ვაიოლა დევისიც იმედოვნებს, რომ მისი თოჯინა ახალგაზრდა გოგონებს შთააგონებს, აგრძნობინებს, რომ მათ ხედავენ და აფასებენ. 6 წლისას ასეთი საჩუქარი რომ მიმეღო, გული ძალიან ამიჩუყდებოდაო, ამბობს… 

რაც შეეხება Mattel-ის თოჯინების ნაკრების დანარჩენ ოთხ წევრს, აქ ბრაზილიელ კონტენტ კრეატორ მაირა გომეზს, მექსიკელ კინორეჟისორ ლაილა ევილეისს, იაპონელ მოდელ ნიკოლ ფუჯიტასა და გერმანელ კომიკოსს ენისა ამანს შეხვდებით. ისინი კვლავ შეგვახსენებენ, რომ ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთი უნიკალური ამბებითა და ოცნებებით შთააგონებენ სხვებს… 

Barbie-ს ამბავი არასდროს ყოფილა მხოლოდ მასზე. ეს იმ უამრავ ბავშვს ეხება და მილიონობით ამბავს, რომლის წარმოდგენაშიც გვეხმარება, — აცხადებს კრისტა ბერგერი, Barbie-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

უკვე 6 ათწლეულზე მეტია, რაც Barbie გოგოების გაძლიერებას ემსახურება, უბიძგებს მათ, დაისახონ დიდი ოცნებები, შეისწავლონ თავიანთი პოტენციალი და დაწერონ საკუთარი ამბები. Role Models-ის ნაკრები კი ამ მემკვიდრეობას აგრძელებს და შეახსენებს ყველას, რომ ოცნებები, რაც უნდა დიდი იყოს ის, ყოველთვის ხდება!

კედლის ნახატების რესტავრაცია Vaseline-ის კამპანიად იქცა

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული მეორედ გახდა