in

„ყველაზე შავის“ შემქმნელმა ბარბის ვარდისფრის კონკურენტი შეიმუშავა

რამდენიმე წლის წინ ბრიტანელი ხელოვანი სტიუარტ სემპლი Black 2.0-ის შემქმნელად იქცა. ეს ანიშ კაპურის მიმართ გამოხატული პროტესტის შედეგი იყო, რადგან ამ უკანასკნელმა ფერზე საავტორო უფლებები მოიპოვა — მხოლოდ მას შეუძლია თავდაპირველად კოსმოსური მიზნებისთვის შექმნილი „ყველაზე შავის“, ანუ ვანტაბლექის კრეატიული მიზნებისთვის გამოყენება.

BOG
BOG

ახლა კი, ბარბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით, შემოქმედებითი ენერგია სწორედ აქეთკენ მიმართა — ასე შექმნა საღებავი Pinkie.

მაღალი ხარისხის აკრილის ფისების, ოპტიკური გამაღიავებლებისა და ახალი ფლუორესცენტური პიგმენტების სპეციალური ნაზავის გამოყენებით, ვარდისფრის ეს ელფერი კილომეტრების დაშორებითაც მოჩანს… სტიუარტის ამგვარი ქცევის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეწინააღმდეგება ფერის ფლობის ტენდენციას — მისი აზრით, არც კონკრეტულ პიროვნებას უნდა შეეძლოს ფერზე საავტორო უფლებების მოპოვება და არც რომელიმე ბრენდს.

„არავის აქვს ფერის ფლობის უფლება, რადგან ყველა მათგანი ბუნების ნაწილია. არ შეიძლება, რომელიმე კორპორაციის საკუთრებას წარმოადგენდეს“.

TikTok-ის ახალი პროგრამა მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალ ვარსკვლავებს დაადგენს

რამდენად კარგად გვესმის, რა არის კონტენტი და მისი მენეჯმენტი?