in

პადინგტონი Barbour-ის საშობაო რეკლამაში გამოჩნდა

მაიკლ ბონდის მიერ დაწერილი და პეგი ფორტნუმის ილუსტრაციებით გაფორმებული Paddington Bear პირველად 60 წლის წინ გამოიცა და დღემდე საბავშვო კლასიკად რჩება. საყვარელი დათვი საშობაო კამპანიაშიც გამოჩნდა, რომელიც მდგრადი ტანსაცმლის პოპულარიზაციას ემსახურება.

One of a Kind-ness — ასე ჰქვია Barbour-ის რეკლამას, რომლის სიუჟეტიც ასეთია: პადინგტონი საჩუქრებს არიგებს, როდესაც შეამჩნევს, რომ მისტერ კარი, ბრაზიანი და უცნაური მეზობელი, ადგილობრივი ჰიმნის მომღერლების ჯგუფში არ ყოფილა. მის გასამხნევებლად, დათვი გადაწყვეტს, რაიმე საჩუქარი გაუკეთოს მეზობელს და ამიტომაც, Barbour-ის უნიკალურ ქურთუკს სჩუქნის, რათა თავი საზოგადოების ნაწილად იგრძნოს.

მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი Barbour-ის “Wax for Life” სერვისის პოპულარიზაციას ემსახურება. ეს უკანასკნელი იმედოვნებს, რომ ტანსაცმლის „სიცოცხლეს“ გაახანგრძლივებს — უფრო კონკრეტულად, მომხმარებლებს, რომლებსაც აღარ სჭირდებათ ქურთუკები, შეუძლიათ ვაუჩერის სანაცვლოდ დააბრუნონ მაღაზიაში. ბრენდი კი მათ განახლებაზე იზრუნებს.

საგულისხმოა, რომ რეკლამა 3 000 საათის განმავლობაში იქმნებოდა და სრულად ხელით დახატეს.

LinkedIn – პლატფორმა, რომელმაც ყველანაირ კონკურენციას გაუძლო და თავისი ნიშა იპოვა

SmarterWakeUp-მა ჩუმი მაღვიძარა შექმნა