25
Mar
2019

„ბარსელონას“ ფეხბურთელები Thom Browne-ის კოსტიუმებით

25 Mar 2019

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონა“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა – სპორტსმენებს ამერიკული ბრენდის, Thom Browne-ის ნაცრისფერი კოსტიუმები აცვიათ.

თანამშრომლობა, მათ შორის, ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში დაიწყო. ბრენდი ლეო მესის, ლუის სუარეს, ჟერარ პიკესა და კლუბის სხვა ფეხბურთელებს სპეციალურ კლასიკურ სამოსს შეუკერავს, რომელსაც სპორტსმენები მოედნის გარეთ, სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩაიცვამენ. 

ფოტოები ფეხბურთელებმა სწორედ ამ პარტიორობისა და მათი ერთობლივი პროექტების მხარდასაჭერად გადაიღეს.

„ბარსას“ ფეხბურთელებს ფოტოები გამოცემა Dazed & Confused-ის ყოფილმა არტ – დირექტორმა ფილ პოინტერმა გადაუღო.



განხილვა