in

მუსლიმი გულშემატკივრის თხოვნით, ბარსელონა H&M-თან სასპონსორო ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს

როგორც ამბობენ, ამით კლუბმა აზიური ბაზარიც გადაირჩინა და პოტენციური სამომავლო შემოსავალიც. კლუბი მაისურების დიდ ნაწილს სწორედ აზიაში ყიდის.

Sporti
Sporti

ჩინეთის პროვინცია შინიანგში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია, შვედური ბრენდი h&m დასაქმებულთა უფლებებს სისტემატურად არღვევდა. საუბარია შრომით უფლებებსა და შრომითი ძალით ექსპლუატაციაზე. სწორედ ამის გამო, კომპანიას, მთლიანად აზიის მასშტაბით, დიდი პრობლემები შეექმნა. ფინანსური ზარალის გარდა, დიდი იყო ბრენდის იმიჯის დაზიანების საფრთხე. საბოლოოდ, თითქმის მივიწყებული კონფლიქტისა და პრობლემების შემდეგ, შვედებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ.

ესპანური საფეხბურთო გრანდი და h&m ახლოს იყვნენ სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებასთან, თითქმის 15 მილიონიანი კონტრაქტი ხელმოწერის ეტაპამდე იყო მისული. შვედურ კომპანიას კლუბის სტაფის, პერსონალისა და ფეხბურთელების მოედნის გარე ჩაცმულობაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, საბოლოოდ, ხელშეკრულება აღარ გაფორმდება და მოლაპარაკებები ოფიციალურად ჩაიშალა.

მიზეზი კი, კომპანიის მიერ, შრომითი უფლებების შელახვა და დარღვევა გახდა. აზიელი გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა კლუბს თხოვნით მიმართა, იყო ოფიციალური განცხადებებიც, რასაც კლუბმა პატივი სცა და მრავალრიცხოვანი ფანების არმიის ინტერესების გათვალისწინებით, მოლაპარაკებები ჩაშალა.

როგორც ამბობენ, ამით კლუბმა აზიური ბაზარიც გადაირჩინა და პოტენციური სამომავლო შემოსავალიც. კლუბი მაისურების დიდ ნაწილს სწორედ აზიაში ყიდის.


როგორ ამოვიცნოთ ფსევდოინტელექტუალი

Mao: „ბნელ ოთახში ხელების ცეცებით, თავად გავიკვლიეთ გზა“