in

მარკეტინგული კრახი? ბარსელონას მესი მხოლოდ აზიაში ან ამერიკაში უნდა გაეშვა

Sporti
Sporti

კატალონიის “ბარსელონა” დიდი პრობლემების წინაშე დგას, რთული ფინანსური სიტუაციის გარდა, გუნდი სპორტულადაც არასახარბიელო შედეგებს აფიქსირებს, ჩემპიონთა ლიგაზე უსახური სტარტის პარარელურად, გუნდი ესპანეთის ჩემპიონატშიც ვერ ბრწყინავს, აქციების ფასები ეცემა, გუნდის ღირებულება კი იკლებს, გარდა ამისა ლიონელ მესის წასვლის შემდეგ სოციალური მედიის არხებიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, როგორც აღმოჩნდა კლუბის პოლიტიკისა და მესის გადაბარგების გამო გულშემატკივართა დიდმა ნაწილა გუნდის სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოწერა გააუქმა.

რამდენიმე დღის წინ ესპანურ მედიას “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ხოსებ ბართომეუ ესაუბრა. მისი განცხადებით კლუბმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, პროცესები რომლის მართვა შესაძლებელი იყო, სრულიად მიუშვეს და კონტროლის ყველა სადავე დაკარგეს, ბართომეუს განცხადებით მესის ევროპულ სხვა კლუბში გადასვლა სრული ფიასკო იყო, არგენტინელი კატალონიური კლუბის შემდეგ მხოლოდ რომელიმე აზიურ ან მლს-ის (აშშ) კლუბში უნდა გადასულიყო, ეს ტრანსფერი ბარსელონას ზიანს და მარკეტინგულ კრახს არ მიაყენებდა, ახლა კი პროცესები კლუბისთვის ცუდად ვითარდება.

ზემოთ მოყვანილი ფაქტების გარდა, გუნდი ფან-მაღაზიებში პროდუქციის იმ რაოდენობის რეალიზებას ვეღარ ახერხებს და ამ მხრივაც გარკვეული ჩავარდნებია, სასპონსორო ხელშეკრულებებიც გადახედვის ან უფრო ცუდ შემთხვევაში თანხის კლების წინაშე დგას, ფაქტია რომ ესპანური გრანდი დიდი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას, ამ ყველაფრის მოგვარება კი ხოან ლაპორტას მთავარი მიზანია, გუნდში მეორედ გაპრეზიდენტებული ლაპორტა, სწორედ ის ადამიანია, რომელმაც თავის დროზე კატალონიური კლუბი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, ვნახოთ რა მოხდება ამჯერად.

სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარების სანაცვლოდ იტალიის ფეხბურთს ფედერაცია 200 მილიონ ევროს მიიღებს

Volkswagen-იდან დანახული მთები და პირიქით, მთებიდან დანახული ავტომობილი T-Roc