უნგრელმა ფოტოგრაფმა მარტონ მოგიოროსმა გადაწყვიტა, ბარსელონას ღირსშესანიშნაობები და უბრალოდ ჩვეულებრივი შენობები დრონის მეშვეობით გადაეღო და ამ ქალაქის სიმეტრიული ხასიათი წარმოეჩინა. როგორც თავად ამბობს, მან ფოტოები მას შემდეგ გადაიღო, რაც თითოეული შენობის გეომეტრიულ ხასიათს დააკვირდა. შემდეგ კი დრონის დახმარებით უკეთ მიხვდა, თუ რამხელა ჰარმონიას ქმნის ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შენობები ურბანულ სივრცეში.
გთავაზობთ “სიმეტრიული ქალაქის” სიმეტრიულ შენობებს: