Bard-ის უახლესი შესაძლებლობები, განსაკუთრებული აქცენტი კი Gemini Pro-ზე უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტ ენაზე და ადგილზე გახდა ხელმისაწვდომი, თანაც მათ შორის საქართველოცაა… გასულ წელს Gemini Pro Bard-ში ინგლისურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, რამაც მას უკეთესი გააზრების, დასაბუთების, კოდირებისა და შეჯამების უნარები მისცა. ახლა კი მასზე უკვე 40-ზე მეტ ენაზე და 230-ზე მეტ ქვეყანაში მიიღებენ წვდომას. ამგვარად, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ბარდის მეტად სწრაფ და დახვეწილ ვერსიასთან თანამშრომლობას.
Large Model Systems Organization-მაც კი, რომელიც მსგავსი ჩეტბოტების ექსპერტია, აღნიშნა, რომ Bard Gemini Pro-სთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჩეტბოტია, ფასიანი თუ უფასო ვერსიით, რომელმაც საოცარი წინსვლა გვაჩვენა. ხოლო მესამე მხარის შემფასებლები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული სასაუბრო AI გახლავთ, სხვა წამყვან უფასო თუ ფასიან ალტერნატივებთან შედარებით.
ორჯერ შეამოწმეთ თქვენი პასუხები სხვა ენებზე
„რადგან ვიცით, რომ ადამიანებს სურთ, ჰქონდეთ ბარდის პასუხების დადასტურების შესაძლებლობა, ორმაგი შემოწმების ფუნქციას ვაფართოებთ, რომელსაც უკვე მილიონობით ადამიანი იყენებს ინგლისურ ვერსიაში, ახლა კი 40-ზე მეტ ენაზე გახდება ხელმისაწვდომი“, — ვკითხულობთ Google-ის განცხადებაში.
როცა G-ის ნიშნულს დააკლიკებთ, Bard შეაფასებს, არის თუ არა კონტენტი ინტერნეტში, რათა დაადასტუროს მისი პასუხი. თუ შეფასება შესაძლებელი იქნება, შემდგომ მონიშნულ ფრაზებზე დაკლიკებასაც მოახერხებთ, რათა მეტი გაიგოთ Search-ის მიერ ნაპოვნი მხარდამჭერი თუ საწინააღმდეგო ინფორმაციების შესახებ.
გააცოცხლეთ იდეები სურათების გენერირების ხელსაწყოებით
სრულიად უფასოდ სურათების გენერირებას ბარდში ინგლისურ ენაზე მრავალ ქვეყანაში შეძლებთ. Imagen 2-ის მოდელს ეფუძნება, რომელიც ხარისხისა და სისწრაფის დასაბალანსებლად არის შექმნილი, რათა მოგაწოდოთ მაღალხარისხიანი, ფოტორეალისტური შედეგები. უბრალოდ აღწერა უნდა ჩაწეროთ — „შექმენი სურათი, რომელშიც ძაღლი სკეიტბორდით სეირნობს“ — და ბარდი თქვენს იდეას ვიზუალად აქცევს.
არც უსაფრთხოების საკითხებზე იდარდოთ, AI Principles ეფუძნება და SynthID-ისაც იყენებს, რათა კონკრეტული ნიშნით მის მიერ შექმნილი სურათი სხვებისგან განასხვაოთ. ამასთან, იკრძალება ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი თუ სექსუალური ხასიათის კონტენტი. გამოდის, Bard იდეალური ვარიანტია დიდი თუ პატარა პროექტებისთვის, ამიტომ, ახლავე ცადეთ.