კანადის მთავრობამ მარიხუანის ლეგალიზაცია 2018 წელს მიიღო. ონტარიოს მთავრობამ კი, კანაფის მომხმარებელთა ცნობიერების ასამაღლებლად, ვიდეორგოლი გამოუშვა. კამპანია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ “ცოტათი მოწეულ” მდგომარეობაშიც კი, ავტომობილის მართვა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. რეკლამების სერია 15-წამიანი ვიდეორგოლებისგან შედგება, სადაც მოწეულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები საუბრობენ. კამპანიაზე McCann Worldgroup Canada-მ იმუშავა.