in

ერთად ჭამის რიტუალი Barilla-ს მარკეტინგულ კამპანიად იქცა

BOG
BOG

დღევანდელ სამყაროში უამრავი რამ გვიფანტავს ყურადღებას, რაც ცხოვრების ბევრ სფეროზე მოქმედებს — მაგალითად, ყოველდღიურობაში ნაკლები დრო გვრჩება ერთმანეთთან საკონტაქტოდ, ვეღარ ვამყარებთ ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც ემოციური კეთილდღეობისთვის გვჭირდება… ასევე, ზოგჯერ მცირე სასიამოვნო დეტალებსაც ვეღარ ვამჩნევთ, არადა ყველაზე დიდი ბედნიერების ჯაჭვი სწორედ ამ ნიუანსებით იწყობა.

სწორედ ამ ნარატივს მიჰყვება Barilla-ს ერთწუთიანი რეკლამა, რომელიც ერთად ჭამის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ბრენდის თქმით, ეს „ტრადიციული რიტუალი“ ყოველთვის ერთმანეთთან დაკავშირების მძლავრი მექანიზმი იყო. მისაღებ ოთახში ჩართული ტელევიზორიდან მულტფილმის პერსონაჟი ტირის ცარიელი დივნის წინ, საძინებელში მიტოვებული გაჯეტი გდია, სამზარეულოს მაგიდაზე კი მობილური რეკავს და არავინ პასუხობს — ასე მარტივი მინიშნებით ვხვდებით, რომ ოჯახის ყველა წევრი პასტას მიირთმევს და სხვა არავისთვის სცალიათ.

შემოქმედებითად, ის შთაგონებას იღებს 80-იანი წლების კლასიკური ფილმებიდან და შოუებიდან. ბრუნო ბერტელიმ, LePub-ის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: „მონაცემები ცხადყოფს, რომ ადამიანებს რეგულარულად ეფანტებათ ყურადღება ჭამის დროს. სუფრის ირგვლივ ერთად ჭამის რიტუალი კი ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მაგიდები აზრების გაზიარების, საუბრის, სოციალიზაციისა და დაკავშირების ადგილად იქცევა. რეალურად, მთელი ცხოვრება მიმდინარეობს მაგიდის ირგვლივ, კვების აქტი კი ცხოვრების ზეიმად იქცევა“.

ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია — მომავლის პროფესია დღეს უკვე აქ, საქართველოს უნივერსიტეტში

პაროლი დაგავიწყდათ? KitKat გამოსავალს გთავაზობთ!