სიცოცხლის ზუსტი წარმოშობის დადგენა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანი თემაა… თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას, როგორ იქცა დედამიწა საცხოვრებლად იდეალურ ადგილად. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი ორგანიზმების გაჩენა მეცნიერთა შეშფოთების საგანს წარმოადგენს, მაგრამ იმის გარკვევა, თუ როგორ დაიბადა მაკარონი, Barilla-ს კრეატიული კვლევების საგანია.
Publicis Italy-სა და ფრანგი რეჟისორის, ფილიპ ანდრეს, მიერ შექმნილი ვიდეო კამპანია მზის სხივის გამოჩენით იწყება, რომლის სინათლეც დედამიწას ანათებს. ფილმის პროგრესირებასთან ერთად, მაყურებელი ხვდება, რომ ეს ყველაფერი დიდი აფეთქების მოვლენას მოაგონებთ — თუმცა კოსმიური ელემენტები გასტრონომიულით იცვლება. მოულოდნელად პლანეტის ზედაპირზე, მეტეორების ნაცვლად, სპაგეტი ცვივა და მდუღარე წყლის მორევში ეშვება, ციდან კი ზეითუნის ზეთი აწვიმს… ხოლო ბოლო ელემენტად, სრულყოფილებისათვის, სამყარო პარმეზანსაც აგზავნის.
„ახალი Barilla Al Bronzo, თავისი Lavorazione Grezza-ით, არის იტალიური გენიალური ტრადიციის ხელახალი გამოგონება რევოლუციური გზავნილით: მაკარონი ხელახლა იბადება. ოპერის ამონარიდი კი სპეციალურად შეირჩა მაკარონისთვის, რომელიც აღვიძებს გრძნობებს, მოგონებებსა და ემოციებს“, — აღნიშნავს კომპანია.
ალბათ, Barilla-ს კერძის სრული გემოს აღსაქმელად, აუცილებელიც კია ამ ნახევრად პოეტური და ნახევრად მეცნიერული სარეკლამო რგოლის ყურება. კოსმოსური თემატიკის რეკლამა არის ბრენდის საშუალება, რომელიც მომხმარებელს აცნობებს, რომ როდესაც მაკარონის ახალი ხაზით სარგებლობენ, სპაგეტის არსებობის საწყისებს უბრუნდებიან…