BARK Air — ეს არის ავიაკომპანია, რომელიც შინაური ცხოველების მგზავრობაზე იზრუნებს. უფრო კონკრეტულად, ცხოველებს, რომლებიც ზომის ან სხვა შეზღუდვების გამო მოგზაურობის დილემის წინაშე დგანან, ახლა ეს დისკომფორტი ეხსნებათ… ამიერიდან აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობისას, ადამიანები და მათი ოთხფეხა მეგობრები ერთად იმგზავრებენ.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მთავარი ფოკუსი თავად შინაურ ცხოველებზეა გაკეთებული — დაჯავშნის მომენტით დაწყებული, საპირფარეშოში დაკავებული ადგილის ნიშნითა და მენიუთი დასრულებული. თითოეულ ბილეთს კი თან ერთვის ადამიანის უფასო საშვი, რათა ძაღლებმა თავიანთ საყვარელ პატრონებთან ერთად იმგზავრონ.
მეტ მიკერი, BARK-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, განმარტავს, თუ რა უპირატესობა აქვს მსგავს სერვისს: „როდესაც 2011-ში BARK დავაფუძნეთ, ჩვენი მისია ისეთი სივრცისა და პროდუქტების შექმნა იყო, რომლებიც ძაღლებსა და ადამიანებს ერთნაირად დააკმაყოფილებდა. ახლა კი სრულიად ახალ გამოცდილებაზე გადავდივართ, რაც მკვეთრად განსხვავდება აქამდე არსებული შესაძლებლობებისგან“.
ამ ყველაფრის პარალელურად, BARK Air მხოლოდ პირველი კლასის გამოცდილებას უზრუნველყოფს, რათა ყველაფერი იდეალურ კომფორტს ექვემდებარებოდეს… შეიძლება, ზოგიერთისთვის ეს კონცეფცია მეტისმეტად გადაჭარბებული იყოს, თუმცა საზოგადოებაში ცხოველების მეტად ინტეგრირების საკითხს ზუსტად შეესაბამება.