in

ბარტერიდან კრიპტოვალუტამდე – რევოლუცია უძრავი ქონების ბიზნესში

ფულს საკმაოდ გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს. ეს არის გზა: ქვის ხანის ბარტერიდან კრიპტო ვალუტამდე, ქაღალდის კუპიურებისა და ციფრული ბარათების გავლით.

ფულის ევოლუცია ყოველ ეტაპზე ცხოვრების გამარტივების სურვილით იყო განპირობებული. მონეტების გამოგონება, პირველი ფულის მოჭრა, ქაღალდის ბანკნოტები, საკრედიტო და ციფრული ბარათები – თითქოს მეტი რა  სიახლე უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ ბაზარზე პირველი კრიპტოვალუტა  – ბიტკოინი გამოჩნდა.

კრიპტოვალუტა ფულის ტექნოლოგიური განვითრების ყველაზე თანამედროვე ფორმაა. ბიტკოინი კი სრულიად რევოლოციური ინოვაცია, რომელიც არსებითად ცვლის წარმოდგენას ფულზე, კრიპტო ბაზარზე სატოში ნაკამოტოს (Satoshi Nakamoto) თანამედროვე პრომეთედაც მოიხსენინიებენ, რომელმაც ადამიანებს ცეცხლი მისცა.

Satoshi Nakamoto – ერთი ან რამდენიმე ადამიანის ფსევდონიმია, რომელმაც დეცენტრალიზებული ფინანსების მოდელი გვაჩვენა და ამით დეცენტრალიზაციის სრულიად ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი

კრიპტოვალუტისადმი გაზდილ ინტერესს მისი ღირებულების ცვალებადობა იწვევს. თუმცა, 2021 წლის მაისში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში, როდესაც ფლორიდაში ერთ-ერთმა დეველოპერულმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა უძრავი ქონება გაყიდოს კრიპტოვალუტაში და სულ რაღაც 2 კვირაში, მაიამიში, ოკეანეს სანაპიროზე მდიდრული პენტჰაუსი $22 მლნ-ის ღირებულების ბიტკოინზე გაყიდა.

დეველოპერების და რეალტორების მონაცემებით, კრიპტოვალუტით ძირითადად ახალგაზრდები ვაჭრობენ. შტატებში უძრავი ქონების მყიდველთა შორის 5-10% ბინების საფასურს პირდაპირ კრიპტოვალუტაში, ხოლო კიდევ 10-15% – კრიპტოვალუტის გაყიდვით მიღებული დოლარით იხდის.

ამას მოწმობს, საკონსულტაციო კომპანია – Burns Real Estate Consulting-ის მიერ ჩაატარებული კვლევაც. რესპონდენტებისთვის დასმულ კითხვას – იცნობთ თუ არა ვინმეს, ვინც უძრავი ქონება კრიპტოვალუტით შეიძინა? გამოკითხულთა 20%-მა დადებითი პასუხი გასცა.

კომპანია Forex Suggest-ს ჩატარებულ კვლევაში თუ რომელ ქვეყნებშია შესაძლებელი ციფრული ფულის საშუალებით უძრავი ქონების შეძენა, ესპანეთი ლიდერობს, სადაც 500-მდე სხვადასხვა სახეობის უძრავი ქონებაა გამოტანილი.

ასეთი გარიგებების პოპულარობის მიხედვით მეორე ადგილს ტაილანდი იკავებს. ხუთეულში ასევე შედიან პორტუგალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და მექსიკა.

კრიპტობუმმა  უძრავი ქონება გააძვირა პუერტო-რიკოსა და ტაილანდში. მათ საცხოვრებლად კარგი კლიმატისა და დაბალი გადასახადების გამო ირჩევენ ახალგამდიდრებული კრიპტომილიონერები.

ამჯერად, უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი კრიპტოვალუტით უძრავი ქონების შეძენა. ქართული ბაზრისთვის ექსკლუზიური შეთავაზების მომზადების ინიციატორი კი, რა თქმა უნდა, იორკ ჰოლდინგ გრუპია. კომპანია 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ცდილობს მომხმარებელზე მორგებული და ინოვაციური შეთავაზებების გენერირებას.

მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ სასურველი არჩევანი, შეიძინონ უძრავი ქონება იმ ვალუტითა და პირობებით, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად მისაღებია. ყოველთვის იყო და იქნება მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტი”, – აცხადებს კომპანიის კომერციის უფროსი ოფიცერი, დავით ნამგალაძე.

ფულის წარმოშობის მიზეზებისა და განვითარების გზების მიუხედავად, ერთი რამ არ იცვლება — ყველა სახის ფული, ფორმისდა მიუხედავად, პროდუქტის გაცვლისა თუ ვალის დაბრუნების მიზნით გაჩნდა და მას ყველა დროში სწორედ ამისთვის იყენებენ.

[R]

აგროჰაბის ახალი ფილიალი – დასაქმების ახალი შესაძლებლობა

“მძღოლსაც გააჩნია” – სოკარის ახალი კამპანია, რომელიც გვახსენებს, რომ ყველაფერს საგზაო მოძრაობის წესები ვერ დაარეგულირებს