in

ბაზისბანკის „მეგო ბარათი“ ბაზარზე ახალი დიზაინითა და პირობებით დაბრუნდა!

კომფორტულ პირობებთან ერთად, „მეგო ბარათს“ ქეშბექიც აქვს

ბაზისბანკი პირველ ქართულ საკრედიტო ბარათს აბრუნებს ბაზარზე. „მეგო ბარათი“ ორი ათეული წლის წინ გამოჩნდა, საკრედიტო ფუნქციით. დღეს კი, ისტორიული საბანკო პროდუქტი კვლავ დაბრუნდა ფინანსურ სივრცეში და აუცილებლად გეყოლებათ გვერდით, როგორც ნამდვილ მეგობარ(ათ)ს შეეფერება. ბაზისბანკის მარკეტინგის გუნდმა სრულად განაახლა „მეგო ბარათის“ ვიზუალი – ვერტიკალურ დიზაინზე კალიგრაფიული სტილი გამოიყენა ლოგოში, ახლიდან შექმნა ტიპოგრაფია და მომხმარებელს მიმზიდველი შეთავაზებებიც მოუმზადა.

აქვე, „მეგო ბარათის“ პირობებსაც გაგაცნობთ. ბარათით სარგებლობა 30,000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით შეგიძლიათ. უპროცენტო განაკვეთი ბარათის გამოყენებას აკომფორტულებს, ხოლო მისი პირობები ბაზარზე კონკურენტულ გარემოს ქმნის.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ბაზისბანკმა საახალწლო კამპანიაც წამოიწყო, სადაც სადღესასწაულო შოპინგსა და „მეგო ბარათთან“ მეგობრობაზე გვიამბობენ. დეტალებზე ბაზისბანკის ბრენდის სტრატეგიული განვითარების მეჯენერი გიორგი კარანაძე გვესაუბრა.

M: როგორ შესძინეთ „მეგო ბარათს“ ახალი სიცოცხლე? 

პირველი საკრედიტო „მეგობარათი“ ბაზისბანკმა ბაზარს 2006 წელს წარუდგინა. „მეგობარათი“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდა, შემდეგ უფრო მოწინავე პოზიციები სხვა საბანკო პროდუქტებმა დაიკავეს. სექტემბრიდან, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ერთი მხრივ, ამ პროდუქტის გაცოცხლებაზე, მეორე მხრივ, მის ახლებურ ინტერპრეტაციაზე, რათა ბარათის საშუალებით ახლებური პირობები და თანამედროვე ცხოვრების ფინანსურ გამოწვევებზე ეფექტური პასუხი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. ამრიგად, „მეგო ბარათი“ სრულიად განახლებული სახით წარუდგა მომხმარებლებს.

ახლა, საკრედიტო ბარათს „მეგო ბარათი“ ჰქვია. შეიქმნა თანამედროვე ვიზუალური სტილი, ტიპოგრაფია და დიზაინი. გვინდოდა ბარათის უნიკალობაზე გაგვესვა ხაზი, ამიტომ ვერტიკალური სტილის ბარათის ვიზუალში კალიგრაფიული სტილი გამოვიყენეთ. ეს სიმბოლურად გამოხატავს ძველისა და თანამედროვეს ერთობლიობას.

M: როგორ ჩამოყალიბდა საახალწლო საკომუნიკაციო კამპანია?

კამპანიის იდეაც სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც საახალწლო შოპინგი აქტიურად იკრეფს სიჩქარეს. მაშინ, როდესაც საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ყიდვაზე ვფიქრობთ, „მეგო ბარათი“ გვევლინება საშუალებად, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სულ ჩვენთანაა.

ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკრედიტო ბარათის ეფექტურად და სწორად გამოყენების შესახებ ავამაღლოთ ცნობიერება.  როგორც კვლევის შედეგებმა გამოავლინა, საბანკო პროდუქტების აქტიურად მომხმარებლებმაც კი არ იციან სათანადოდ საკრედიტო ბარათის კლასიკური დანიშნულება – რა შემთხვევაში სჯობს მისი გამოყენება. კამპანიაში ინტეგრირებულია ისიც, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ საკრედიტო ბარათით პასუხისმგებლიანად. მთავარი გზავნილია ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლია „მეგო ბარათით“ სარგებლობა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სწორ დროსა და ადგილას გავაკეთოთ.

ამას გარდა, ესაა საკომუნიკაციო გზავნილი მათთვის, ვინც უფრთხის საკრედიტო ბარათებს და უნდობლობით ეკიდება. სინამდვილეში, ეს უბრალოდ საშუალებაა, რომ შოპინგის დროს, არჩევანის წინაშე მდგომმა სასურველი ნივთების შეძენა არ გადადო. გვინდა, მთელ კამპანიას მკაფიოდ გასდევდეს მთავარი გზავნილი, როგორ შეუძლია მომხმარებელს საკრედიტო ბარათის თავისსავე სასარგებლოდ გამოყენება. ეს გზავნილი მომდევნო წლის განმავლობაშიც აქტუალური იქნება ბაზისბანკისთვის.

M: რა არის საახალწლო კამპანიის მთავარი სათქმელი?

საახალწლო კამპანიაში გავაცოცხლეთ კლასიკური შემთხვევა, როდესაც დილემის წინაშე დგები და არ იცირა აჩუქო საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს, მეგობარს, თანამშრომელს თუ სხვას. რაც უნდა კარგად იცნობდე ადამიანს, ბოლოს მაინც იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდები, რომ ზუსტად არ იცი, რა აჩუქო, რა უფრო გაუხარდება. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, როგორ გადმოგვეცა სათქმელი, თან რეალური სიტუაციების დახმარებით. ალბათ, ყველას გვაქვს გამოვლილი, როგორია არჩევანის წინაშე დგომა – შენც იტანჯები, კონსულტანტიც, დროც იწელება, ახალი წელიც ახლოვდება და ასეთ დროს, გამოსავლის სახით „მეგო ბარათი“ გვევლინება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, არჩევანი არ გავაკეთოთ ორ სასურველ ნივთს შორის და ორივეს შეძენა შევძლოთ. საბოლოოდ, ამით ყველა ბედნიერია – თქვენც, ადრესატიც და კონსულტანტიც.

ბუნებრივია, დატვირთვა აქვს თავად ბარათის სახელწოდებასაც, რომელიც ნამდვილი მეგობარივით იქვეა, როცა გჭირდება და სწორ დროს, სწორ ადგილას გეხმარებათ დილემის გადაჭრაში. ეს ზუსტად პასუხობს იმ იდეას, რომელიც თავდაპირველად ჩადეს „მეგო ბარათის“ შექმნისას.

M: რა საკომუნიკაციო არხებს მოიცავთ, კამპანიის გრძელვადიან პერსპექტივაში?

ჩვენი გუნდის შედეგებმა ბაზისბანკი სამეულის მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცია და ამ ზრდის ფონზე აქტიურად დავიწყეთ სტრატეგიაზე მუშაობა და ფუნდამენტურად ვაშენებთ ბრენდს.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლამდე მივიტანოთ, ჩვენი დიდი გამოცდილება ამ ბაზარზე და ასევე, ახლებურად შევთავაზოთ პროდუქტები. ჩვენი სახით. ძველი პროდუქტის განახლება და გათანამედროვება მხოლოდ ერთერთი პირველი ნაბიჯია. მომდევნო წლის კომუნიკაციაც აუცილებლად გაგრძელდება და ეტაპობრივად ვიტყვით ჩვენს სათქმელს.

კომუნიკაციისას ჩვენი აუდიტორიის დიდ ნაწილს ციფრულ სივრცეში ვესაუბრებით. ამავდროულად, გვაქვს აღებული გეზი, რომ შესაბამისი შეტყობინებები მომხმარებლებმა დროულად მიიღონ.

ჩვენთვის, ერთი მხრივ, დიდი გამოწვევა იყო კამპანია გვექცია ზუსტად ისეთაც, როგორიც ის წარმოგვედგინა. მე თავად სააგენტოში მიმუშავია და კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც კონკრეტული ხედვა და გეზი ხელშესახებ საკომუნიკაციო საშუალებად გადაითარგემნება ხოლმე.

ცვლილებებზე იმდენად საფუძვლიანად ვიმუშავეთ კამპანიაზე, დავიხმარეთ საჭირო ადამიანები, რომ როგორც იტყვიან, „რაც შევუკვეთეთ, ის ჩამოვიდა“. მიგვაჩნია, რომ ჩვენც შეგვიძლია ეფექტურად დავაპოზიციონიროთ პროდუქტი და მისი გამოყენება.

კამპანიაზე ბაზისბანკის გუნდმა ერთობლივად ვიმუშავეთ, ხოლო ფროდაქშენის მიმართულებით Slow Pulse-თან და District 9-თან ვითანამშრომლეთ.

M: როგორი გეზით აპირებს ბაზისბანკი ბაზარზე პოზიციების გამყარებას?

აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ბანკის 30-წლიანი ისტორია ზუსტად გადმოითარგმნოს იმაში, თუ როგორ შეუძლია ფინანსურ ინსტიტუტს ადამიანის ყოველდღიურობის გაუმჯობესება – ყოველთვის ისეთი პროდუქტი მიაწოდოს და მომხმარებელთან ურთიერთობა ისე ააწყოს, რომ მომხმარებელმა კარგად იცოდეს, რა პროდუქტი რაში გამოადგება და როგორ გამოიყენოს. დღევანდელ დღეს, ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა ბევრად გამარტივებულია, თუმცა სერვისებზე სრულყოფილი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს მომხმარელს. სწორედ, ამ საკითხზე ზრუნვაა ჩვენი პრიორიტეტი.

[R]

„მისია შესრულებულია!“ – როგორ გააცოცხლა Kraken-მა ვიდეოთამაში „არარეკლამურ“ რეკლამაში

Vavava: 2022 წლის შეჯამება