in

ბაზისბანკი 2024 წლის საუკეთესო კორპორაციული ბანკია საქართველოში

Global Banking & Finance Awards-ის პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ბაზისბანკი 2024 წლის საუკეთესო კორპორაციულ ბანკად დასახელდა.

აღნიშნული საერთაშორისო აღიარება საქართველოს საბანკო სექტორში კიდევ მეტად ამყარებს ბაზისბანკის, როგორც ლიდერი და დინამიკურად მზარდი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციას. ჯილდო ხაზს უსვამს ბაზისბანკის მიერ უმაღლესი ხარისხისა და კლიენტზე ორიენტირებული გადაწყვეტების მიწოდებას, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული.

ბაზისბანკის მიერ 2024 წელსაც გაგრძელდა სტრატეგიული მიზნებისკენ თანმიმდევრული სვლა, კიდევ მეტად გაფართოვდა კორპორაციული ბიზნესსექტორის ზრდის მხარდაჭერა და ბიზნესის დაკრედიტებით კვლავ მყარად პოზიციონირებს ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში.

ბაზისბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას კორპორაციული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებების მიგნება, ინოვაციური და მათზე მორგებული ფინანსური სერვისების შეთავაზება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მხარს უჭერს ბიზნესის მდგრად განვითარებას. ბანკის ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტიანობა პრიორიტეტულია. ბაზისბანკი ყოველწლიურად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და კორპორაციულ საბანკო სფეროში იმყარებს ლიდერის პოზიციებს, აღნიშნული ზრდა კი უზრუნველყოფს ბანკის მხრიდან ბიზნესის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების  დანერგვით“, – Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი ვანდა რიჩი.

ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა Global Banking & Finance Awards-ის საერთაშორისო აღიარება, როგორც წლის საუკეთესო კორპორაციული ბანკი. აღნიშნული ჯილდო ბაზისბანკის მიერ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველყოფის კიდევ ერთი დადასტურებაა. მხარს ვუჭერთ ჩვენი კლიენტების ფინანსურ სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ჩვენ მიერ მიწოდებული პრაქტიკული და ეფექტიანი ფინანსური გადაწყვეტების მეშვეობით. საბანკო სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 30-წლიანი ისტორიით, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ვიყოთ გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს და ინდივიდუალურად ემსახურება თითოეულ მომხმარებელს. ჩვენს ერთ-ერთ უპირატესობას ლოიალური, გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორები წარმოადგენენ, რომელთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერით ვითარდება“, – ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორია „აგროჰაბ ქეითერინგის“ დაუვიწყარი გასტონომიული გამოცდილება

30-წამიანი ხრიკები სტრესთან გასამკლავებლად