in

„წიგნიდან დაწყებული ამბავი“ | ბაზისბანკი და „სივრცე“ წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს

ბაზისბანკი, როგორც განათლებისა და კულტურული ინიციატივების მუდმივი მხარდამჭერი, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ორგანიზაცია „სივრცესთანერთად, ლიტერატურულ კონკურსსწიგნიდან დაწყებული ამბავიატარებს.

კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის აღმოჩენა, კითხვის პოპულარიზაცია და იმ ადამიანების წახალისება, ვისთვისაც წიგნი შთაგონების მთავარი წყაროა. პროექტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, დაფიქრდნენ წიგნის გავლენასა და მნიშვნელობაზე, საინტერესო ამბებად აქციონ წიგნსა თუ ლიტერატურულ პერსონაჟებთან დაკავშირებული გამოცდილება და თავადაც მისცენ სხვებს წიგნთან დაახლოების მოტივაცია. 

ბაზისბანკისა დასივრცისკოლაბორაცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ჩართულობა ინტელექტუალური რესურსის განვითარებაში. პროექტი ქმნის პლატფორმას, სადაც ლიტერატურული მემკვიდრეობა და ახალგაზრდული შემოქმედებითი ენერგია ერთმანეთს ხვდებიან.

ბაზისბანკისთვის განათლებისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კონკურსიწიგნიდან დაწყებული ამბავიარის პროექტი მათთვის, ვისაც სჯერა სიტყვის ძალის და ვისაც შეუძლია ნაცნობ ისტორიებში სრულიად ახალი სიცოცხლე აღმოაჩინოს. მოხარულნი ვართ, რომსივრცესთანპარტნიორობით საშუალება გვეძლევა, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს და შევქმნათ გარემო, სადაც ლიტერატურა და შემოქმედება მთავარი ღირებულებაა. ჩვენი მიზანია, ეს პროექტი იქცეს ახალი ამბებისა და ახალი შესაძლებლობების დასაწყისად.“ – ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ასაკი: 13–23 წელი
  • ენა: ქართული
  • ტექსტის მოცულობა: მაქსიმუმ 5000 სიმბოლო
  • სტილი: თავისუფალი პროზამოთხრობა, ესე, წერილი
  • ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური:

  • გიორგი კეკელიძეპოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე საქართველოში.
  • ნათია როსტიაშვილიმწერალი, ჟურნალისტი.
  • თამარ გეგეშიძემწერალი, მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი.
  • ლილი ალფაიძესაბავშვო მწერალი.
  • ანა გოგილაშვილიფილოლოგიის დოქტორი, სულხანსაბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით ფორმაზე

გაეცანით კონკურსის დეტალურ პირობებს.

ლიტერატურული კონკურსის წიგნიდან დაწყებული ამბავი 23 გამარჯვებული 23 აპრილს გამოვლინდება.

[R]

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით – Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

Google Chrome ვერტიკალური ტაბების ფუნქციას ამატებს