in

რევოლუცია ლუდის თაროებზე — Basker ბაზარზე გამორჩეულ ადგილს მინიმალიზმით იკავებს

თუ მაღაზიაში არსებულ ლუდის თაროებს ჩაუვლით გვერდს, საოცარი გამოცდილების მომსწრენი გახდებით, ბაზარი გაჯერებულია ფერადი, ილუსტრაციებით დატვირთული, თამამი შეფუთვებით, რათა მომხმარებლის ყურადღება მარტივად მიიპყროს… თუმცა, სწორედ ამ მიზნით Basker Brewing Co-მ სრულიად განსხვავებული მიდგომა არჩია. მინიმალიზმის, სიმარტივისა და სიზუსტის ერთგული დარჩა. ყურადღება კი არ მოითხოვა მომხმარებლებისგან, არამედ მოიპოვა ის.

BOG
BOG

ასე Basker-ის ლუდის არსიც გადმოგვცეს, რომელიც მეტად დახვეწილი და დაბალანსებულია. სახელიც ზმნიდან To bask მოდის, რაც დასვენებასა და სიამოვნებას ასახავს. ეს ეთოსი კი ბრენდინგის მთლიან სისტემაში Andstudio-მ გადმოიტანა. 

ლუდის მინიმალისტურ შეფუთვას კონკურენტებისგან ჩამქრალი ფერთა პალიტრა გამოარჩევს. ჭრელი ფერების ნაცვლად, სპილოსძვლისფერი და იასამნისფერი ტონებით წარუდგენენ ბაზარს, რითაც სიმშვიდის განცდას ქმნიან და ლუდს მთავარ პერსონაჟად აქცევენ.

ბრენდის იდენტობაში კი მთავარი ტიპოგრაფიაა — დატვირთული გრაფიკების ნაცვლად, ბრენდინგი სუფთა, შავ ტიპოგრაფიას ეყრდნობა, რათა პროდუქტის სახელსა თუ სხვა საკვანძო დეტალებზე გაამახვილოს ჩვენი ყურადღება. 

ამ მიდგომით კი Basker Brewing Co ნამდვილად გვიმტკიცებს, რომ ნაკლები უკეთესია — ინდუსტრიაში, რომელშიც გამორჩეული ადგილის დამკვიდრება ხმამაღლა ყვირილს ითხოვს, ბრენდი მოკრძალებული საუბრით იკავებს გამორჩეულ ადგილს. მომხმარებლებს მოუწოდებს რომ შეჩერდნენ, გასინჯონ და დააფასონ ის ოსტატობა, რომელიც ამ ლუდის დამზადების უკან იმალება. 

დანარჩენი თავად შეაფასეთ:

თიბისი „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

როგორ განაახლოთ თქვენი Instagram ალგორითმი