in

ორი ბრინჯაო New York Advertising Awards-ზე! – ბასკი ასათიანის იდეით შექმნილი კამპანია

Intersport-ის კამპანიამ, რომელზეც სააგენტომ Jung von Matt და მასთან ერთად, კოპირაიტერმა ირაკლი ბასკი ასათიანმა იმუშავა, ნიუ-იორკის სარეკლამო დაჯილდოებაზე (New York Advertising Awards) ბრინჯაოს ორი ჯილდო მოიპოვა. კამპანიამ, სახელწოდებით “Not Bad For A Girl” ჯილდო კატეგორიებში Small Budget/Big Idea და Earned Media მოიპოვა. იდეა, ბასკი ასათიანის გარდა, მის მეწყვილე არტ დირექტორს ფელიქს ებელს, ლენა ვანდერსსა და ნინიო პონჩეტის ეკუთვნით.

კამპანია, პროვოკაციული სახელით “Not Bad For A Girl” იმ ბარიერებზეა, რომლებსაც ქალები აწყდებიან, მათ შორის, სპორტში. ირაკლი ბასკი ასათიანი კამპანიის ბრიფსა და მის გადაწყვეტაზე გვიყვება:

ბასკი ასათიანი“დაგვიკავშირდა ანია ბლახა, პროფესიონალი ექტსრემალი/მოგზაური, რომელმაც მსოფლიოს ყველა შვიდი სამიტი (k2 – ევერესტი მათ შორის) დაიპყრო ჟანგბადის ბალონის გარეშე.

მისი მიღწევების მიუხედავად, აქაური მედია საერთოდ არ საუბრობდა მასზე და ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ მედია კაცების ნებისმიერ მიღწევას ათმაგად აშუქებს. ისიც გავიგეთ, რომ ექსტრემალურ სპორტშიც სექსიზმი ყველგან შეიმჩნევა – მაგალითად, არ არსებობს ექსტრემალური ტანსაცმელი ქალებისთვის. ანიამაც გვიამბო თავის გამოცდილებებზე, როცა კაცები სერიოზულად არ აღიქვამდნენ და ხშირად ეუბნებოდნენ რომ მის მიღწევებს ქალის კვალობაზე არა უშავდა.

ჰოდა, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ისეთი კამპანია, რომელიც ხაზს გაუსვამდა იმას – რომ ქალის კვალობაზე კი არა, ზოგადად მაგარია, როგორც ადამიანი და ამისათვის პროვოკაციული ჰედლაინი – Not bad for a girl ავიღეთ. ამ იდეით, ექსტრემალურ სპორტის ბრენდთან Intersport-თან (რომელმაც ანია მხოლოდ ტანსაცმელით უზრუნველჰყო) ერთად, გავაკეთეთ ეს პიარ ქეისი, რამაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა გერმანიაში.

საბოლოო ჯამში, ანია ბლახა გლობალურად ცნობილი გახდა და რეკორდიც დაამყარა – გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი დახმარების გარეშე, მარტომ გაიარა 1400 კილომეტრი სამხრეთ პოლუსამდე. მოგზაურობის დროს, სხვადასხვა ხმოვან შეტყობინებებს გვიგზავნიდა და ბოლოს, პოლუსამდე რომ მიაღწია, მსოფლიოს დროშებთან ერთად, ჩვენი კამპანიის დროშა ჩაარჭო თოვლში. დროშაზე ეწერა ჩვენი ჰედლაინი – Not Bad For A Girl/Almost Impossible For Everyone Else.”

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ირაკლი ბასკი ასათიანი Webby Awards-ზე პირველობისთვის იბრძვის. ჟიურის შეფასებით, მისი ნამუშევარი პირველ ხუთეულშია და ამ ეტაპზე, გამარჯვება ხმის მიცემაზეა დამოკიდებული. კამპანია WeTransfer For Amnesty-ის მხარდასაჭერად, ხმის მიცემა, ამ ბმულზე შეგიძლიათ. 

Nike, COVID-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს, 32 500 წყვილ ფეხსაცმელს ჩუქნის

“Bugatti Glangloff”, როგორც თანამედროვეობისა და სიძველის შერწყმა