in

ბასკი ასათიანის Miami Ad School-ის ნამუშევარი Webby Awards-ზე პირველობისთვის იბრძვის!

ირაკლი ბასკი ასათიანი

კოპირაიტერ ირაკლი (ბასკი) ასათიანის ნამუშევარი Webby Awards-ზეა წარდგენილი, პირველობის მოსაპოვებლად. Webby Awards საუკეთესო ციფრულ პროექტებს აჯილდოებს და მას ინტერნეტ ოსკარადაც მოიხსენიებენ. კამპანია WeTransfer for Amnesty ბასკი ასათიანმა, იმად ელ რაიესთან და მუბარაკ ნოჯიმუდენთან ერთად, Miami Ad School-ში, ორი წლის წინ შექმნა. ცოტა ხნის წინ კი, Miami Ad School-მა ნამუშევარი Webby Awards-ზე წარადგინა, სადაც ჟიურის მიერ შერჩეულ საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. გამარჯვების მოსაპოვებლად კი, ახლა, ნამუშევარს ყველაზე მეტი ხმის დაგროვება სჭირდება. ხმის მისაცემად, ამ ბმულს მიყევით. ხმის მიცემა 7 მაისამდეა შესაძლებელი.

რაც შეეხება თავად კამპანიას, WeTransfer For Amnesty იმ სამოქალაქო აქტივისტების მხარდასაჭერად შეიქმნა, რომლებიც თავიანთ სასამართლო პროცესებს ციხეებში ელოდებიან და ჯერ კიდევ არ იციან, როდის ჩატარდება სხდომა. ამ მიზნით, Wetransfer-ზე შეიქმნა დამატებითი ფუნქცია Transfer For Amnesty, რომელიც ფაილების გაგზავნისას ჩვენი რესურსის საშუალებით კრიპტოვალუტას გამოუმუშავებს და ქველმოქმედების საშუალებას ამგვარად გვაძლევს.

ბასკი ასათიანი პირველი ქართველი კოპირაიტერია, რომელმაც  Miami Ad School დაამთავრა. ის, წელიწადზე მეტია, რაც გერმანულ სააგენტო Jung Von Matt-ში მუშაობს.

რა ზომებს და ინოვაციებს მიმართავენ ორგანიზაციები COVID-19-თან ბრძოლაში?

Google რეკლამის დამკვეთების იდენტიფიცირებას იწყებს