in

„ბასკინ რობინსი“ – უკვე ქსელურ სუპერმარკეტებში!

ნაყინის მოყვარულთათვის განსაკუთრებული სიახლეა – დღეიდან ბრენდ „ბასკინ რობინსის“ ნაყინის შეძენა ბრენდული ობიექტების გარდა, აგროჰაბის, გუდვილის, კარფურისა და ვეი-მარტის სუპერმარკეტების ქსელებშიც გახდება შესაძლებელი.

სადისტრიბუციო კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდის“ ინიციატივითა და ძალისხმევით, ბრენდი უკვე ქსელურ მარკეტებსა და სუპერმარკეტებშია ხელმისაწვდომი, შესაბამისად მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა შეიძინოს მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ნაყინი – სახლთან ახლოს.

ასორტიმენტი მოიცავს – ვანილის, შოკოლადის, კარამელისა და ბამბის ნაყინების, როგორც საოჯახო ასევე ესკიმო ვერსიებს, თუმცა სამომავლოდ მეტად მრავალფეროვანი ასორტიმენტის დამატებაც იგეგმება, რომელიც ბავშვობის საყვარელ გემოებს გააცოცხლებს.

კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდი“ აერთიანებს 10 სხვადასხვა ქართულ და უცხოურ უნიკალურ ბრენდს, რომლის მიზანი სფეროში საუკეთესოდ პოზიციონირებაა.

[R]

პირველი ქართველი, რომელიც ოქსფორდის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების კურსდამთავრებულია

სწავლა Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით!